ემოციური ინტელექტი...

ემოციური ინტელექტი

ინტელექტის კოეფიციენტის (IQ) შესახებ ყველას გვსმენია და უდავოა ინტელექტის მნიშვნელოვნება, თუმცა დღევანდელი რეალობა ცხადყოფს, რომ წარმატებისთვის მხოლოდ ინტელექტი არ კმარა - ხშირად ჩვენი ემოციები გონივრულ შესაძლებლობებზე უფრო მნიშვნელოვანია და ამიტომაც ემოციების მართვა და მათი შესწავლა ამ საუკუნის უმნიშვნელოვანეს საკითხად იქცა.

აღმოჩნდა IQ-ს გვერდით არსებობს EQ- ემოციური ინტელექტი - სწორედ EQ გახლავთ ის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც გვეხმარება წარმატების მიღწევაში. ემოციური ინტელექტი არის ემოციების მოსმენის, მათთვის სახელის დარქმევის, მათი გააზრების, მართვის და სასიკეთოდ გამოყენების უნარი. თუ გადავხედავთ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების წარმატების ისტორიებს მივხვდებით, რომ EQ კარგად ყოფნისა და წარმატების მიღწევაში გადამწყვეტი ფაქტორია.

თუ IQ-ს მაჩვენებელი ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა მხოლოდ მცირედით შეიცვალოს ემოციური ინტელექტის განვითარება და გაუმჯობესება შესაძლებელია.

ემოციური ინტელექტის ამაღლება ეს არის პირდაპირი გზა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ, რადგან ის გავლენას ახდენს ჩვენს პირად ცხოვრებაზე, ჩვენს ქცევებზე,გადაწყვეტილებებზე და შესაბამისად მიღწევებზე.

როგორ ავიმაღლოთ EQ?

1. დაიწყეთ ემოციური ინტელექტის განვითარება თვითშემეცნებით - რაც შეიძლება ხშირად ჰკითხეთ საკუთარ თავს „რას ვგრძნობ ახლა?“ და დაასახელეთ კონკრეტული  გრძნობა. აგრეთვე შეეცადეთ ემოციების აღწერით ამბების მოყოლა ისწავლოთ - ანუ არა მხოლოდ მშრალი ფაქტები, არამედ თქვენი ემოციები აღწერეთ როცა რაიმეს ყვებით. დღეში ერთხელ მაინც გააკეთეთ მსგავსი პრაქტიკა და სულ მალე შეამჩნევთ, რომ თქვენი სამყაროს აღქმა უფრო ფერადი გახდება

2. ისწავლეთ თვითკონტროლი - გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ქცევას თქვენივე ემოციები მართავს, ემოციებს კი_ თქვენი აზრები და ფიქრები. ამიტომ თუ გინდათ თქვენს ქცევაში რამე შეცვალოთ, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ემოციები, მათ სამართავად კი თქვენი აზრების და ფიქრების მართვა მოგიწევთ. შეცვალეთ აზრების მიმართულება პოზიტიურისკენ.

გახსოვდეთ ემოცია მაქსიმუმ წუთნახევარს გასტანს, შემდეგ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ამ ნაპერწკალს ჩაახშობთ თუ მისგან კოცონს ააგიზგიზებთ.ნეგატიური ემოციის სამართავად პირველ რიგში, კონცენტრირდით საკუთარ სუნთქვაზე. ეს გადაიტანს თქვენს ყურადღებას პანიკური სიმპტომებიდან საკუთარ თავზე.

გამიჯნეთ თქვენი ემოცია იმ ქცევისგან , რომლისკენაც ის გიბიძგებთ და დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა: რას მომიტანს

მე ეს ქმედება? შეაფასეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და მხოლოდ შემდეგ იმოქმედეთ.ეცადეთ ეს ჩვევად აქციოთ და დროთა განმავლობაში მიაღწევთ იმ წერტილს , როცა მშვიდად გაუმკლავდებით ემოციურ დისკომფორტს.

რამდენიმე მითი ემოციებზე:

*თუ სხვები არ იწონებენ ჩემს ემოციებს, მაშინ მე მათ არ უნდა ვგრძნობდე.

*თუ ემოციებს გამოვხატავ , ე.ი. არ ვაკონტროლებ საკუთარ

თავს.

*მხოლოდ ერთი სწორი ემოცია არსებობს კონკრეტული

სიტუაციისთვის.

3. იყავით ემპათიურები - იმისთვის , რომ შეძლოთ სხვა ადამიანის ემოციის გაგება და გაზიარება, პირველ რიგში უნდა იყოთ კარგი მსმენელი. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას გრძნობს ეს ადამიანი? თქვენ რომ ანალოგიურ სიტუაციაში იყოთ რას იგრძნობდით და რის მოსმენას ისურვებდით ?

ეს არა მარტო დაგეხმარებათ მისი ემოციის გაგებაში და სწორი სიტყვების მოძებნაში, არამედ გასწავლით სიტუაციის ანალიზს სხვისი გადმოსახედიდან.

რჩევა: - ემპათიის განვითარებაში დაგეხმარებათ მხატვრული ლიტერატურა და ფსიქოლოგიური ფილმების ყურება. შეეცადეთ გააანალიზოთ, რას გრძობს ესა თუ ის პერსონაჟი, რა იწვევს თქვენში თანაგრძნობას.

4. ისწავლეთ შეცდომებზე - განიხილეთ შეცდომები ნორმალურ და საჭირო მოვლენად. 

ნუ შეგეშინდებათ შეცდომის დაშვების. ეს შიში ძალიან ამცირებს „მე შემიძლიას“დონეს და თუ ამას დაძლევთ თქვენ დაიწყებთ მეტი შესაძლებლობების აღმოჩენას საკუთარ თავში.

"გახსოვდეთ! არ არსებობს მარცხი, არსებობს გამოცდილება.დავასრულებ ცნობილი ქოუჩის, ჯონ ვიტმორის სიტყვებით : „ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მხოლოდ ის , რაც ვიცით, რაც არ ვიცით გვაკონტროლებს.“

                    სამოტივაციო სპიკერი - ანა წურწუმია