...გარშემომყოფები ზუსტად ისე გვექცევიან, როგორც ჩვენ ვექცევით და ვაფასებთ საკუთარ თავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არ მოგვწონს გარშემომყოფების მოპყრობა, ამის შეცვლა საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების შეცვლით შეგვიძლია...
თვითშეფასება მოქმედებს ცხოვრების ყველა სფეროზე და ხშირად წარუმატებლობის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. მას შეუძლია ცხოვრებაში პრობლემების მთელი რიგი გამოიწვიოს.გთავაზობთ დაბალი თვითშეფასების 5ნიშანს:
1.პასიური ქცევა - ასეთ ადამიანს ურჩევნია არ გამოხატოს ღიად თავისი აზრი, არ იყოს ინიციატორი, რათა არ აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე და მის შედეგებზე. მას ეშინია ( არ უყვარს) გარისკოს და ურჩევნია მიყვეს დინებას. ამის გამო იშვიათად აღწევს წარმატებებს, მაგრამ თუ მოხდა და სასურველ სიტუაციაში აღმოჩნდა, არასოდეს იბრძოლებს მის შესანარჩუნებლად და პირველივე წინააღმდეგობის შემთხვევაში დანებდება.
2.დანაშაულის განცდა - ზოგადად რაღაც ყველას გვეშლება და ყველა რაღაცასი ვცდებით, თუმცა დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები თავის შეცდომას იმენად მძაფრად აღქვამენ, რომ დეპრესიულ მდგომარეობამდე მიდიან. ზედმეტად ახასიათებთ „ქექვა“ საკუთარ უარყოფით განცდებში და არ შეუძლიათ მარტივად დაასრულონ სიტუაცია.დაშვებული შეცდომა დანაშაულის გრძნობას აღვივებს მათში, რომელიც ისედაც ღია ჭრილობად აქვთ ქცეული.
3.თავის მართლება - ეს გამომდინარეობს დანაშაულის განცდიდან, ისინი სულ თავის მართლების რეჟიმში არიან. ზედმეტადაც იხდიან ბოდიშებს და დეტალურად ასაბუთებენ თავიანთ სიმართლეს. აგრეთვე ამართლებენ ისინი გარშემომყოფებსაც, რადგან არ ყოფნით გამბედაობა ცალსახად დააფიქსირონ თავისი აზრი და უთხრან კოლეგებს ის, რასაც ფიქრობენ, რადგან გაუცნობიერებლად ეშინიათ კრიტიკის ობიექტი არ გახდნენ ან ამის გამო პოზიციის დატოვება არ მოუწიოთ.
4 ჯანმრთელობის პრობლემები - როგორც იცით, გამუდმებული თვითგვემა და ნეგატიური განცდები არასოდეს ქრება უკვალოდ...ამ ადამიანებს ხშირად დაბალი აქვთ იმუნიტეტი და მარტივად ავადდებიან სეზონური ვირუსსებით. დაბალი თვითშეფასებისთვის დამახასიათებელია : - შაკიკი, თავის ტკივილები, ფერიმჭამელები, უძილობა, უენერგიობა, არა სტაბილური ემოციური მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა სერიოზულ პრობლემად იქცეს.
5.საუბრის მანერა - ადამიანების საუბარი ხშირად არა დამაჯერებლად ჟღერს. ხშირად იშველიებს თავის მართლებას, საუბრისას ცდილობს დააკნინოს საკუთარი თავი და კომპლიმენტის მიღების ან შექების შემთხვევაში, თითქოს საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს. მის მეტყველებაშ ჭარბობს ნეგატიური და ეჭვის შემცველი ფრაზები: - „თუ გამოვა’, „დარწმუნებული არ ვარ“, „თუ მოგეწონებათ“ და ა.შ
თუ ეს ყოველივე ზემოთ ხსენებული თქვენზეა, არ დანებდეთ! ყოველთვის შესაძლებელია შეცვალოთ საკუთარი თავი და სამყარო შეიცვლება თქვენს ირგვლივ.
ტრენინგი "თვითშეფასების მასტერკლასი"

