გინდა აისრულო ოცნებები?

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. რამდენი წლისაც ვართ, იმდენ წლიანი გამოცდილება გაგვაჩნია, თუმცა გამოცდილება ხან გვადგება რომ წინ წავიდეთ, მაგრამ ხანდახან სწორედ უარყოფითი გამოცდილება ხდება მიზეზი იმისა, რომ ნაბიჯის გადადგმის გვეშინია.

ყოველთვის საინტერესოა იმ ადამიანთა გამოცდილების მოსმენა, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და განსაკუთრებით თუ ეს ჩვენს თვალწინ მოხდა, ანუ; - როცა პირობითად გუშინწინ ესა თუ ის  ადამიანი თქვენნაირ საარსებო პირობებში იმყოფებოდა და დღეს უკვე მრავალი ნაბიჯით წაიწია წინ.

კვლევით ცენტრებში მომუშავე ფსიქოლოგები და სოციოლოგები არიან ის ადამიანები, რომელთა მუშაობის შედეგადაც ჩვენ გვაქვს ხოლმე „გამზადებული წარმატების ფორმულები“ , „წინსვლისათვის აუცილებელი ნაბიჯების ჩამონათალი“ და ა.შ.

რა საკვირველია თქვენს წარმატებას ინდივიდუალური რეცეპტი ექნება, თუმცა თუ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც მზად არის ისწავლოს, მაშინ გეტყვით, რომ დედამიწაზე ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი, მათ შორის იმისაც, „როგორ ვქმნიდეთ საკუთარ წარმატებას“

წარმატება, ეს არ არის მხოლოდ ფული ან მხოლოდ ცნობადობა, ან კარიერა...ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც თავის თავში მუდმივ წინსვლას და განვითარებას გულისხმობს და თანაც ისე, რომ ჯანმრთელიც იყოთ, მომხიბლავიც, მშვიდიც, სიკეთის კეთებაზე ორიენტირებულიც, დასვენებულიც, დალაგებულიც, შეყვარებულიც  და ყოველთვის გქონდეთ დრო და ფული იმის განსახორციელებლად, რაც გინდათ.

ფიქრობთ, რომ ეს ოცნების სფეროა?

დიახ, ეს შესაძლებელია იყოს ოცნებაც, თუმცა ოცნებები სრულდება, მას მერე რაც თქვენ მათ რეალიზებას გადაწყვეტთ....

თუ მზად ხარ აისრულო ოცნებები, ჩვენი ტრენინგ ცენტრის წლის მთავარი მოვლენა, ტრენინგი „წარმატების გეგმა 2020“ ნამდვილად გამოგადგებაJ

ინფორმაცია ტრენინგის შესახებ http://bit.ly/2PckXbL!