ჩვენი დროის ეყველაზე მოდური პროფესიების ჩამონათვალში, საპატიო ადგილს იკავებს "ქოუჩი", თუმცა ბევრმა არც იცის რას გულისხმობს ეს უცხო სიტყვა და რატომ გახდა ქოუჩინგი ასეთი მოთხოვნადი დღეს, როცა ადამიანები ამის გარეშეც ცხოვრობდნენ და არც თუ ისე ცუდად გრძნობდნენ თავს
რა არის ქოუჩინგი?
ქოუჩნგი ეს გახლავთ კონსალტინგის ან ტრენინგის ფორმა, რომლის ფარგლებშიც ადამიანი წოდებული „ქოუჩად“ ეხმარება კლიენტს გარკვეული ცხოვრებისეული თუ პროფესიული მიზნის მიღწეევაში.
ქოუჩი მენტორისაგან განსხვავებით ფოკუსირებულია მკაფიოდ გამოკვეთილ მიზნებზე და არა ზოგადი უნარების განვითარებაზე.
ტერმინი „ქოუჩი“ პირველად გამოყენებულ იქნა 1830 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ეხმარებოდა სტუდენტს გამოცდაზე საკუთარი ცოდნის უკეთ წარმოსაჩენად.
მოგვიანებით „ქოუჩინგმა“ შეიძინა შემდეგი მნიშვნელობა - მისი დახმარებით ადამიანებს შეეძლოთ ცხოვრების არსებული „ნიშნულიდან“ გადაენაცვლათ „სანატრელ რეალობაში“ გარკვეული გაცნობიერებების და მიზნისაკენ ეფექტურად გადადგმული ნაბიჯების ხარჯზე.
1861 წელს ქოუჩინგი გაჩნდა სპორტშიც.
ქოუჩინგის განვითარებაზე სათანადო გავლენა მოახდინა პედაგოგიკამ, ფსიქოლოგიამ ( სპორტული, სოციალური, პრაქტიკული ფსიქოლოგია) და ლიდერობის თეორიამ.
90 იანი წლებიდან ქოუჩინგი ოფიციალურად ჩამოყალიბდა ცალკეულ დისცილინად. გაჩნდა პროფესიონალური ასოციაციები და ფედერაციები. აგრეთვე ქოუჩინგისა და მენტორობის ევროპული საბჭო, რომელმაც მიიღო მონაწილეობა სწავლების სტანდარტის შემუშავებაში.
პროფესიული ქოუჩინგი მოიცავს ისეთ ტექნიკებს, როგორიცაა გარკვეული სქემის მიხედვით მინიშნებითი პერეფრაზირება, მოსმენა, კითხვების დასმა, დაზუსტება. რაც კლიენტს ეხმარება ახალი პერსპექტივის აღმოჩენაში და მიზნისკენ მისასვლელი გზების უკეთ დანახვაში.
ქოუჩინგი გახლავთ „მეტა პროფესია“ რომელის მეშვეობითან შესაძლებელია კლიენტს გაეწიოს დახმარება მისი პირადი და კორპორატილული მიზნების ეფექტურად მიღწევაში.
„პერსონალურ ქოუჩს“ შესაძლოა გააჩნდეს ნებისმიერი სახის სერთიფიკატები და დიპლომები რომელიც მას დაეხმარება უკეთ გაუწიოს დახმარება კლიენტს, თუმცა...
ქოუჩინგი არ არის ფსიქოთერაპია და ქოუჩი ვერ იქნება ფსიქოთერაპევთი, თუ არ გააჩნია შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ქოუჩინგისადმი მზარდი ინტერესის გამო, არსებობს უამრავი სასწავლო ტრენინგ-კურსი სადაც მსურველებს შეუძლიათ ქოუჩინგის ხელოვნებას დაეუფლონ.
სახელმწიფო რეგულაციის არ ქონის მიუხედავად არსებობს გარკვეული სასურველი სტანდარტი ( დაწესებული ევროპის ქოუჩნგის ფედერაციის მიერ) რომელიც თავის თავში გულისხმობს სწავლების მინიმუმ 125 აკადეიურ საათს და ინდივიდუალურ პრაქტიკას 10 საათის ოდენობით კვალიფიციური მეთალყურეობის ქვეშ.
ფაქტობრივად ქოუჩინგი არის პროფესია, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავეხმაროთ ადამიანებს არჩევანის გაკეთებაში, წარმატების მიღწევაში, პრობლემების გადალახვაში, საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის შექმნაში და საკუთარი უნარების წარმოჩენაში.
თუ თქვენც გინდათ დაეხმაროთ ადამიანებს და შეიძინოთ ახალი პროფესია , შემოგვიერთდით...
ქოუჩინგის სკოლა -ქოუჩინგის სკოლა (coaches.ge)