„ნუ გეშინია გოგონა…თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია….ღრუბლებს დაათვალიერებ, შავ ღვინოს მოწრუპავ და სულ რაღაც სამ საათამდეა ფრენის დრო — მალე გავა…“ — წლების განმავლობაში სიზმარშიც კი მიმეორდებოდა ეს ხმა და შეშინებული წამოვვარდნილვარ….
მე იმ თვითმფრინავში ვერ ჩავჯექი…
რატომ?
))) მეშინოდა….ძალიან მეშინოდა ყველაფრის და მათ შორის ფრენისაც….
შიშისაგან „გულიც კი წამსვლია“ პეპელას შეხებაზე, კალიის დანახვაზე, სისხლის აღებაზე, სხვა ადამიანს რომ ნემსს უკეთებენ იმის დანახვაზე და ა.შ.
მეშინოდა და ვერ ჩავჯექი…მატარებლით წავალ თქო — განვაცხადე
ბაქოში ხდებოდა ეს ყოველივე და მოსკოვისაკენ მქონდა გეზი აღებული….
რომ გეკითხათ რა მინდოდა მოსკოვში, რისთვის მივდიოდი, საოცარია, მაგრამ გიპასუხებდით, რომ ახალი ცხოვრების დასაწყებად და წარმატებული ცხოვრების გასაღები უნდა აღმოვაჩინო თქო.
მამა ერთხელ გამეხუმრა კიდეც „ელიოზ ისევ ნატვრის თალს ეძებ?“ -ო- მკითხა… თუმცა, ჩემი ოჯახისათვის, სრულიად მისაღები აღმოჩნდა ზემოთ ხსენებული არგუმენტები..
დედამ ბაქომდეც ჩამაცილა „მე მშიშარა“ და რადგან თითმფრინავი ძალიან მძიმე „შტანგა“ აღმოჩნდა ჩემი ფსიქიკისათვის, მატარებელში ჩამსვა და აბა შენ იცი, ბედნიერი დაგვიბრუნდიო მითხრა.
ბაქო — მოსკოვის მატარებელი ეს ცალკე ფსიქოლოგიური ტრენინგია, რომელიც ფსიქოდრამის სტილისაა და სახელად „დაბრკოლებების გადალახვას“ დავარქმევდი ))), თუმცა
მომენტებში „თითგადარჩენის მასტერკლასის“ რანგსაც „ქაჩავს“))
ახლა თავისუფლად და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ ვინმეს „თითგადარჩენის ინსტიქტი აქვს დაკნინებული“ ან შეგრძნებითი ორგანოებიდან, რომელიმე მაინც მოისუსტებს წამალია ბაქო — მოსკოვის მატარებელი, რომელიც 3 დღე-ღამის განმავლობაში ხან მიდის ხან დგას
ყნოსვა , გემო ,სმენა, ხედვა, შეხება…..
მახსოვს ყველა ერთად გამიმძაფრდა ….ვინანე რომ წასაკითხი არაფერი წამომიღია — მე ხომ თითმფრინავით მგზავრობას ვაპირბედი?….
და უეცრად შემთხვევით აღმოვაჩინე ნორბეკოვის პირველი წიგნი — „სულელის გამოცდილება“….დედაჩემმა ჩამიდო — ჩუმად, უფრო სწორედ ძალით…რადგან მე განვაცხადე, რომ ამ სისულელის წაკითხვას არ ვაპირბდი….
არასოდეს თქვა — არასოდეს ))))
ჩემი შეგრძნებითი ორგანოები რაიმეთი მაინც რომ გამერთო , ნორბეკოვს კი არა ტელეფონების ცნობარს წავიკითხავდი და , აი…. დავიწყე…
დავიწყე და დღემდე არ გავჩერებულვარ
… მოსკოვში ჩასულმა ნევროპათოლოგის ნაცვლად, ეგრევე ნორბეკოვის ტრენინგებს მივაშურე — რაც ჩემმა ნათესავებმა დიდად განიცადეს „სექტამ ჩაითრიაო“
დღემდე ამ „ჩათრეულ“ მდგომარეობაში ვარ და სხვებსაც ვითრევ….
უკვე მეცამეტე წელიწადია ყოველ საღამოს «ერთ მსახიობის თეატრი მაქვს» — ტრენინგი ძალიან გავს სპექტაკლს….
ჩემი «სპექტაკლების » თემები რა საკვირველია განსხვავდება…
ზოგი დრამატულია,
ზოგი მოზომილი კლასიაკაააა,
ზოგიც მუს-კომედია და ვოდევილი….
მაგრამ…
ის რასაც შედეგებით , დასწრებით, განწყობით, წინსვლით, პროდუქტიულობით, პოზიტივით და კმაყოფილებით ვერაფერმა გადაასწრო
ნორბეკოვის სისტემის „პირველი გამაჯანსაღებელია»…
„ეს ყველაზე მეტია რაც შეიძლება ფსიქოლოგიამ მოგცეს,
და ყველაზე მეტი, რაც შენ შეიძლება ტრენინგიდან წაიღო…
…1998 წლიდან დღემდე ყველაზე ეფექტურ ფსიქოლოგიურ სისტემად აღიარებული მ.ს.ნორბეკოვის სისტემა და მისი მარგალიტი — „პირველი გამაჯანსაღებელი“….
..მსოფლიოში 10 000 000 ადამიანმა უკვე მიიღო შედეგი …
ფიზიკური ჯანმრთელობის აღდგენა
შინაგანი მდგომარეობის ბალანსი
წარმატებაზე და მიზნებზე კონცენტრირება და ცხოვრება გასაოცარი სისწრაფით იცვლება )))
გახსოვდეს!
როცა შენ ყველასათვის გცალია საკუთარი თავის გარდა,
როცა შენი დრო, სხვათა პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული მხოლოდ და მხოლოდ…
შენი ცხოვრება «საზოგადოებრივი ტრანსპორტია» — ეს შენ გახადე იგი ასეთად….
მოექეცი შენს სიცოცხლეს , როგორც ღვთით ბოძებულს საჩუქარს და ის აუცილებლად გაგიმართლებს
„პირველი გამაჯანსაღებელი“
…განსაკუთრებულად მიყვარს როცა ამ ტრენინგს ვაანონსებ, რადგან 10 დღეში ასეთი სახეცვლილი ადამიანები, სხვაგან არცერთ ტრენინგზე არ მახსოვს:)))
ყველა ტრენინგს აქვს თავისი ოქროს გასაღები, რომელიც შეგიძლია წაიღო, მაგრამ ….აქ გასაღებების მთელი ასხმა დაგხვდებათ და გზის მაჩვენებლების მთელი დავთარი
ტრენინგზე დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
http://coaches.ge/training/28/…
მე კი დაგემშვიდობებით და გეტყვით რომ პირველად ჩატარდება გამაჯანსაღებელი განახლებულ ფორმატში და მასზე დასწრება ონლაინ ფორმატშც შესაძლებელია….
კიდევ მაქვს სიურპრიზი, თუმცა ამაზე უშუალოდ ტრენინგზე ვისაუბროთ
ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი