მირზაკარიმ ნორბეკოვის მრავალმილიონიანი ბესტსელერი "სულელის გამოცდილება" რამოდენიმე დღეში განახლებული ტირაჟთ წარსდგება თქვენს წინაშე.
დღეს, როცა საბედნიეროდ დახლებზე უამრავი წინია, რომელიც პიროვენულ ზრდას ეხება, ამ წიგნის ეფექტურობის რეიტინგი, ჯერ ვერავინ მოხსნა....
საქმე ის გახლავთ, რომე ეს არის წიგნი-ტრენინგი, რომლის მეშვეობითაც, შეგიძლიათ დაძლიოთ დეპრესიული მდგომარეობა, გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, აივსოთ მოტივაციით, დაივიწყოთ ასაკი და მოიხსნათ სათვალე....
წიგნის წინასწარ შეძენის შემთხვევაში საჩუქრად დაესწრებით ნორბეკოვის მთავარ სამოტივაციო მასტერკლასს "გამოიღვიძე!", რომელსაც ნორბეკოვის სისტემის წარმომადგენელი ხათუნა მუზაშვილი ჩაატარებს.
წიგნის კითხვა...
ავტორის შესახებ
მირზაკარიმ ნორბეკოვი მეცადინეობებზე ხშირად იმეორებს: “მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ისეთივე, როგორიც ყველა, არც უკეთესი და იმედი მაქვს, არც უარესი. რასაც მე ცხოვრებაში მივაღწიე, თქვენც შეგიძლიათ მიაღწიოთ, მთავარია მოინდომოთ!”
და მან, მართლაც, რომ ბევრს მიაღწია. დღეს ნორბეკოვი არის ფსიქოლოგიის დოქტორი, პედაგოგიკის დოქტორი, მედიცინის ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, ნამდვილი წევრი და წევრ-კორესპონდენტი რუსეთის და საზღვარგარეთის მრავალი ქვეყნის აკადემიებისა, მეცნიერებაში მრავალი დაპატენტებული გამოგონებისა და აღმოჩენის ავტორი.
თუმცა ამ წოდებებს იგი “ძაღლურ რეგალიებს” უწოდებს, იმიტომ, რომ იგი აღიარებისათვის არ იღვწის. მირზაკარიმ ნორბეკოვი – ჭეშმარიტი მეცნიერი მკვლევარია მისი ინტერესების სფერო ფართოა. უკვირთ ძალიან, როგორ ითავსებს ყოველივე ამას ერთი ადამიანი:
მხატვარი, კომპოზიტორი, მწერალი, კინორეჟისორი, მსახიობი, სპორტსმენი, მწვრთნელი, შავი ქამრის მფლობელი კარატეში (მეორე დანი) და შავი ქამრის მფლობელი სამ-ჩონ-დო-ში (მეცხრე დანი).
მან აირჩია გზა მსახურებისა_ცოდნის შექმნის, შენახვისა და მასწავლებლიდან მოსწავლეზე ჯაჭვისებურად გადაცემის გზა, რათა ათასწლეულობით დაგროვილი სიბრძნე იმ ადამიანებისთვის გადაეცა, რომლებიც მზად არიან მისი შეცნობისათვის.
მოღვაწეობის ყველა სფეროში ჰყავს მიმდევრები, რომლებიც მის გზას აგრძელებენ. ეს აძლევს საშუალებას,ერთ ადგილას არ იდგეს, იაროს წინ, დაიპყროს ახალი სიმაღლეები. მის გვერდით ყოფნა არ არის ადვილი. მასთან მხარდამხარ მუშაობისას მუდმივად უნდა სრულყოფდე საკუთარ თავს, იცვლებოდე შინაგანად, რათა მასთან ერთად იარო წინ და წინ. იგი მომთხოვნი, მკაცრი და გაბედულია, როცა საქმე ეხება ჩანაფიქრის განხორციელებას.
იგი ყველა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, გახსნას და წარმოა-ჩინოს თავისი ღვთაებრივი ბუნება.
თქვენ, ძვირფასო მკითხველო, ეს შესაძლებლობა ამ წიგნის საშუალებით გეძლევათ. უძველესი დროიდან ზეცა ერთიანობისა და მარადიულობის სიმბოლოდ ითვლებოდა. როცა ადამიანები ვარსკვლავებს შესცქერიან, მიუხედავად მათ შორის მანძილის სიშორისა, ისინი მაინც ერთად არიან იმ წუთებში.
დაე, ეს ფურცლები გახდეს ჩვენი გამაერ- თიანებელი სიმბოლო ჯანმრთელობის და გამარჯვების გზაზე. და ყოველთვის, როცა ამ წიგნს ხელში აიღებთ, იცოდეთ - ჩვენ ერთად ვართ.
ლიტერატურული რედაქტორი.
მჯღაბნელისაგან,
ანუ ჩემგან
ძვირფასო მკითხველო!
თქვენ ხელთ გიპყრიათ წიგნი, რომელიც დაიწერა თქვენთვის მხედველობის აღდგენის, სულში ფარული უნარის გაღვიძების და თქვენი როგორც პიროვნების რეალიზების მიზნით. მაგრამ მზად იყავით იმისთვისაც, რომ წიგნის პირველი სტრიქონებიდანვე შეცბუნდებით, სულში უარყოფითი ემოციების ქარიშხალი ამოვარდება,
ავტორის მიმართ შეგექმნებათ უკმაყოფილების, არაკეთილგანწყობის,
ბრაზის, წყენისა და აგრესიის გრძნობა. მე მზად ვარ ყველაფერი
ჩემს თავზე ავიღო. ამას გარდა, თუ მართლაც ყოველივე ასე მოხდება,
მაშინ ჩავთვლი, რომ ჩემი მიზანი მიღწეულია.
წინასწარვე ვიცი, თქვენ იტყვით, რომ წიგნი ასე არ იწერება!!!
რომ ის რაც ზეპირად შეიძლება ითქვას, დაუშვებელია ბეჭდურ გამოცემაში!!!
რომ ყოველგვარი შეურაცხყოფა და უხეშობა ვულგარულია და
სრულებითაც არ მიაგებს ავტორს პატივს!!!
რომ არსებობს გარკვეული საზღვრები, ეთიკური ნორმები და
მორალი, რომელთა დარღვევა და გადალახვა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, ამის გამართლება შეუძლებელია!!!
რომ ეს ყოველივე შეიძლება დელიკატური ენით აიხსნას, ინტელიგენტურად და მაშინ ყველა ყველაფერს მიხვდება.
მეც ასე ვფიქრობდი ოცი და მეტი წლის წინ, როცა ექიმებზე, მათ
პროცედურებზე და წამლებზე დამოკიდებული, ცხოვრებაში არარეალიზებული, უპერსპექტივო, თვითმკვლელობაზე მოფიქრალი ადამიანი ვიყავი.
დიახ! იყო ასეთი დროც!
აბა, რა უნდა მოსთხოვო სისხლის ხელოვნურად გამწმენდ აპარატზე
(ჰემოდიალეზზე) მიჯაჭვულ პირველი ჯგუფის ინვალიდს, რომელიც მხოლოდ oci წლის არის?!
უკვე განწირული ვიყავი! ოფიციალური მედიცინა დაავადებას, რომელიც მე მჭირდა (გლომერულონეფრიტს, თანაც ისეთ სტადიაში, როდესაც თირკმელები საერ-თოდ აღარ ფუნქციონირებენ) ვერ ჰკურნავს ამ შემთხვევაში. ავადმყოფს,რომელიც კვდება, მხოლოდ აკვირდებიან, მედიცინის არსენალში არსებული საშუალებებით ეხმარებიან და უყურებენ, ნელ-ნელა როგორ ქრება
მისი სიცოცხლე.
განა, ეს საშინელება არ არის?!
ამ ყველაფრის გადატანის შემდეგ, იმდენად მიყვარს სიცოცხლე, არ
შემიძლია რევერანსებით გესაუბროთ და გებოდიშოთ მაშინ, როცა საერ-თოდ არ არის ამის დრო, მაშინ, როცა საჭიროა სწრაფად დაგეხმაროთ,რათა განთავისუფლდეთ იმ ბორკილებისაგან, რომლითაც ხართ მიჯაჭვული
ავადმყოფობასა და არარეალიზებულობას.
თქვენ ფუსფუსებთ, რაღაცას აკეთებთ, მუდამ სადღაც მიიჩქარით და
არც კი ფიქრობთ იმაზე, რომ ერთი წუთით შეჩერდეთ და ჩაფიქრდეთ:
“რისთვის ვაკეთებ ყოველივე ამას? საით მივდივარ, რა დარჩება ჩემს შემდეგ?”
თუმცა სულის სიღრმეში სადღაც, ძალიან ღრმად დროდადრო რა-
ღაც, ტკივილის მაგვარს გრძნობთ, რაღაც ისე არ არის, მაგრამ ამისთვის სად გცალიათ!
მუდამ სადღაც გარბიხართ. ისმის კითხვა, სად გარბიხართ
და რისთვის? გგონიათ ასე წინ მოძრაობთ? სინამდვილეში ერთ ადგილს ტკეპნით, წრეზე დარბიხართ და ვერც კი გრძნობთ ამას. დრო გადის და თქვენ კვლავ და კვლავ უბრუნდებით საწყის მდგომარეობას,
იმისათვის, რომ შეწყვიტოთ ეს უაზრო სირბილი პრობლემათა და
წარუმატებლობათა მოჯადოებულ წრეზე, მე სპეციალურად გაცლით
ფეხქვეშ ნიადაგს. ეს არის ჩემი მეთოდის არსი, მეთოდისა, რომელიც გულისხმობს მხედველობის სწრაფად აღდგენას ნებისყოფის დაძაბვით შესრულებული
ემოციური სავარჯიშოების გზით.
ადამიანების უმრავლესობა ემოციურად შებორკილი, უფრო სწორად,
ემოციურად კასტრირებული დადის სამუშაოდან _ სახლში, სახლიდან _სამუშაოზე, როგორც მოსამართი თოჯინა.
ისინი განცდებს გულში იმარხავენ და თუ რამე ამოხეთქავს, ეს, როგორც წესი, აგრესიაა.
ჩემი ამოცანაა ეს ბოროტება გამოვააშკარაო. იგი საკმაოდ ღრმადაა ჩაფლული თქვენში და შიგნიდან “გხრავთ”. თქვენ ამ წყლულით სულში დადიხართ, მას კი გახსნა და გამოშვება უნდა, გაწმენდაა საჭირო!
აი, მაშინ გზა გაეხსნება აღმშენებლობის, შექმნის, ჩანაფიქრის განხორციელების უნარს. ყველაზე ძალიან ის არ მინდა, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გულგრილნი დარჩეთ და ისევ ის სათვალე ატაროთ, ახლა რომ გიკეთიათ.
წიგნში ხელოვნურად შექმნილი ემოციათა ცვალებადობა ჩემი “ქირურგიული” ინსტრუმენტია. არსებობს მარტივი და სამართლიანი ფორმულა:
“ხასიათი და ბედისწერა ავადმყოფობის ტოლფასია,” თავად დაფიქრდით, თუ ადამიანს ბუასილი სჭირს, მაშინ ხასიათი როგორი ექნება?
ეს ფორმულა ცდებითაა დამტკიცებული, მათ შორის ჩემს მიერაც, ასე
რომ, თუ გინდათ ჯანმრთელობა და ცხოვრება გამოისწოროთ, საჭიროა
ხასიათის შეცვლა, ეს კი მარტო შეგონებით არ მოხდება.
ხასიათი შინაგანად გარდაიქმნება თქვენივე აუცილებელი მონაწილეობით.
მე მხოლოდ კატალიზატორის როლს ვთამაშობ. ამიტომ მოემზადეთ
ყველაზე მოულოდნელი და არატრადიციული ბეჭდური გამოხტომებისათვისთქვენი მისამართით.
თქვენს სულში უდიდესი ალმასია ჩამარხული, საჭიროა მისი მოძებნა
და დამუშავება ისე, რომ აკიაფდეს მთელი თავისი ბრწყინვალებით. მაშინ
ყველაფერს სხვა თვალით შეხედავთ, ცხოვრებაში ახალ ჰორიზონტებს აღმოაჩენთ,
მე კი ამისათვის მზად ვარ გემსახუროთ!
ცხოვრება არც ისეთი ცუდი და რთულია, როგორც ზოგჯერ გვეჩვენება.
უბრალოდ, ის არის, ისეთი როგორიც არის!
გულწრფელი პატივისცემით,
მირზაკარიმ ნორბეკოვი.