36 კითხვა ერთმანეთის შესაყვარებლად

ჯერ კიდევ 1997 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ფსიქოლოგმა არტურ არონმა, აღმოაჩინა „მაგიური კითხვები“, რომლებსაც შეუძლიათ ორ ადამიანს შორის

სასიყვარულო ცეცხლი დაანთონ.

მეთოდი ძალიან მარტივია - პარტნიორები სხდებიან ერთმანეთის პირისპირ და სათითაოდ უსვამენ ერთმანეთს ამ 36 კითხვას. დასრულების შემდეგ აუცილებელია 4 წუთიანი პაუზა, რომელიც დროსაც ერთმანეთის თავლებში ყურება აუცილებელია.

გისურვებთ უსაზღვრო სიყვარულის უნარს

1.რომ შეგეძლოს მსოფლიოს ნებისმიერი ადამიანი დაპატიჟო ვახშამზე ( გარდაცვლილიც) ვის დაპატიჟებდი? ( და რატო?)

2.გაქვს სურვილი იყო ცნობილი რომელიმე სფეროში? რომელში?

3.ოდესმე გიმეცადინია წინასწარ სატელეფონო ზარის შესრულებამდე? ( მომიყევი)

4.რა არის შენთვის იდეალური დღე?

5.ბოლოს როდის იმღერე მარტომ შენთვის? ვინმესთვის თუ გიმღერია?

6.შენი ცხოვრების ბოო 30 წელი რომ შეგეძლოს გაყინო შენი სხეული ან ტვინი ( ანუ შეინარჩუნო) რომელს აირჩევ?

7.გაქვს წინათგრძნობა როგორ მოკვდები?

8.რა სამი საერთო თვისება გვაქვს?

9,ყველაზე დიდ მადლიერებას რის გამო განიცდი?

10.საკუთარ აღზრდაში რას შეცვლიდი?

11.4 წუთში მომიყევი შენი ცხოვრების ისტორია

  1. რა უნარით გინდა გაიღვიძო ხვალ დილით?

13.რომ შეგეძლოს ჭეშმარიტი პასუხის გაგება, რომელ ერთ კითხვას დაუსვამდი მაგიურ კრისტალს?

  1. რის გაკეთებაზე ოცნებობ დიდ ხანია? აქამდე რატომ არ გააკეთე?
  2. რა არის შენი მთავარი მიღწევა ცხოვრებაში?

 

16.მეგობრობაში ყველაზე მეტად რას აფასებ?

  1. რა არის შენი ყველაზე ძვირფასი მოგონება?

18.რომელია შენი ცხოვრების ყველაზე საშინელი მოგონება?

19.თუ გეცოდინება რომ 6 თვეში კვდები. რას შეცვლიდი? რატომ?

20.რას ნიშნავს შენთვის მეგობრობა?

  1. შენს ცხოვრებაში რა როლს თამაშობს სინაზე და სიყვარული?

22.რიგ რიგობით დაუსახელეთ ერთმანეთს 5 დადებითი თვისება?

23.შენს ოჯახში ადამიანები ერთმანეთს თბილად და მოსიყვარულედ ექცევიან?

  1. რა გრძნობებს იწვევს შენში დედის გახსენება ან დედასთან ერთად რამის კეთება

25.იპოვეთ სამი რამ , რასაც ახლა ორივე გრძნობთ...

26.დაასრულეთ ფრაზა - მე მინდა მყავდეს ვინმე, ვისთან ერთადაც ...

27.რას მოუყვები ადამიანს, ვინც გინდა შენი მეგობარი გახდეს? შენ რა უნდა იცოდე  მის შესახებ?

28 . რა მოგწონს  ჩემში ?

  1. მოუყევი რომელია შენი ცხოვრების ყველაზე უსიამოვნო სიტუაცია?

30.ბოლოს როდის იტირე საჯაროდ? მარტომ?

  1. რას აფასებ ჩემში?

32.რა თემაზე არ გესმის ხუმრობა?

33.უეცრად რომ გარდაიცვალო და ვერავისთვის ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, რა დაგრჩებოდა მთავარი სათქმელი? ვისთვის?

34.შენს სახლს ცეცხლი მოეკიდა - ყველა ცოცხალი არსება უსაფრთხოდაა, შენ გაქვს შესაძლებლობა, ერთი ნივთი გამოიტანო, რა ნივთია ეს? რატომ ეს ნივთი?

35.შენი ოაჯხის რომელი წევრის გარდაცვალება გეტკინება ყველაზე მეტად? რატომ?

36.მოუყევი პარტნიორს ერთი პრობლემა და კითხე , შენს ადგილზე რას გააკეთებდა.