დაძლიე მოჯადოვებული წრე

 

...ძალიან ხშირად ხდება, რომ ადამიანი გაურკვევლობაშია თავისი ცხოვრების რამოდენიმე პარამეტრში ერთდროულად და ეს შესაძლოა შფოთვითი ფიქრების, გამოფიტვის და დეპრესიის საგანიც გახდეს.

გაურკვევლობა ბადებს შიშს იმისა, რომ ჩვენ არ ვაკონტროლებთ სიტუაციას და რაც უფრო მდიდარია ფანტაზია, მით უფრო მეტი რამის შეიძლება შეგვეშინდეს ცხოვრებაში. რაც უფრო გვეშინია, მით უფრო ნაკლებია შანსი იმისა რომ წავიდეთ წინ.

სინამდვილეში კი, დისკომფორტი ყოველთვის იმისთვის გვეძლევა, რომ რაღაცაზე დაგვაფიქროს და იქამდე შეგვაწუხოს სანამ პრობლემას არ ვიპოვნით და გადავჭრით, თუმცა სკოლის ასაკიდან ადამიანებს ძირითადად ასწავლიან მ ო თ მ ე ნ ა ს და  ნაკლებად ასწავლიან საკითხების მოგვარებასJ

ისევ გაურკვევლობას რომ დავუბრუნდეთ, ის ჩვენს ცხოვრებაში დაახლოვებით ასე იკვეთება:

მაგ. ჯანმრთელობა და ფიზიკური ასპექტი:

*პერიოდულად მტკივა თავი, ხშირად ვარ უენერგიოდ და ხანდახან ლოგინიდან ადგომაც არ მინდა, გამოუძნებელი ვიღვიძებ ხოლმე და ხშირად ცუდ ხასიათზე ვარ, ჯერ ენტერო- ვირუსი დამემართა, მერე კორონა დამეწია ძლივს გამოჯანმრთელებულს, მერე ფეხი ვიღრძე,

ფეხმა გამიარა და ახლა ალერგია მომცა რაღაცამ, მერე წნევა მქონდა დაბალი, ახლა ისევ თავი მტკივა და ა.შ.

თუ ეს „მოჯადოვებული“ წრე გეცნობათ, მაშინ გეტყვით რომ მას, ფსიქო-სომატური წრე ქვია, რაც ნიშნავს რომ თქვენი გადაუჭრელი პრობლემები, ვერ დალაგებული ურთიერთობები, ჩახშობილი ბრაზი, გადაყლაპული ცრემლი ყველაფერი ერთ სტრესულ გორგალად ჩამოყალიბდა და თქვენი ორგანიზმის ხან ერთ, ხან მეორე სისტემას  აზიანებს.

საწყის ეტაპზე ექიმთან სტუმრობისას ვისმენთ - „არაფერი არ გჭირს, ჯანმრთელი ხარ!’

ეს პასუხი კი გვიხარია, მაგრამ გაურკვევლობა უფრო ღრმავდება, რადგან ჩნდება ლოგიკური კითხვა:- თუ არაფერი მჭირს, სულ ცუდად რატომ ვარ?

საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რა გამაღიზიანებელია ეს „არაფერი გჭირს, უბრალოდ ნერვებია“, რადგან ნერვებს მხოლოდ აბის დალევით ვერ უშველი, რადგან გადასაჭრელი პრობლემების სერია არ მოგცემს ამის საშუალებას. აქ მთავარია ხედვა შეიცვალოს, რადგან სწორი ხედვით, თქვენ ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათJ

დიახ, ყველაფრის!

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი კუჭ-ნაწლავის მოუგვარებელი პრობლემა მოგვარდება, როგორ კი ახალი რეალობის მიღებას ისწავლით, ცვლილებებს მიიღებთ და შეძლებთ პატიებას.

ხერხემლის ტკივილი სამუდამოდ დაგტოვებთ, როცა ისწავლით უარის თქმას, შეძლებთ პრიორიტეტების მიხედვით გადაალაგოთ საქმეები და მოიცლით საკუთარი ჰობისთვის.

შარდ-სასქესო სისტემის პრობლემები გაქრება, როცა მიიღებთ საკუთარ საწყისს, მოიშორებთ სექსუალურ და რიგ კომპლექსებს, მიიღებთ საკუთარ სხეულს პრეტენზიების გარეშე, როგორც უნიკალურ ქმნილებას და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაზე არ იტყვით უარს.

თავის ტკივილები დაგტოვებთ, როცა გადადგამთ ნაბიჯებს თქვენი ოცნებებისკენ, ნაცვლად იმისა, რომ ათას ერთი მიზეზი მოიგონოთ, რატომ არ უნდა წახვიდეთ წინ...

წინ წადით!

რადგან ადგილზე დგომა ჩამორჩენას ნიშნავს!

ხათუნა მუზაშვილი

გამაჯანსაღებელ კურსზე ჩაწერა ????https://goo.su/zmGAPjI

სატელეფონო კონსულტაციის გავლა 595 979700

პირად კონსულტაციაზე ჩაწერა  ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილთან  ???? https://goo.su/f245z8