...ჩვენთან შედეგებს ათობით და ასობით ითვლიან:)

 

...ყველამ კარგად ვიცით, რომ შედეგი, ისევე როგორც მიზანი უნდა იყოს გაზომვადი და თვლადი. რა საკვირველია  თითოეულს ჩვენთაგანს გვიგვრძნია „რაღაც კარგად ვარ“ განცდა, და ეს უმთავრესი განცდაა, თუმცა თუ კარგად დავუკვირდებით ამ „კარგად ყოფნას“ მის უკან  შედეგების მთელი არმია დგას.

...პირველი გამაჯანსაღებელი ტრენინგი არაერთი მიზეზით არის უნიკალური, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც მას ყველასაგან გამოარჩევს, მიღებული დადებითი შედეგების რაოდენობაა. ეს პოზიტიური ცვლილებების ვრცელი სიაა, რომელშიც საკუთარი თავის რწმენიდან დაწყებული, მხედველობის გაუმჯობესებით დამთავრებული, ყველაფერი შეგიძლიათ იპოვოთ.

ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის ტრენინგზე მისულები დღემდე უამრავი შედეგით  იწონებენ თავს, თუმცა აქაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული მზაობით გადიან ტრენინგს და მათ მიერ მიღწეული შედეგების რაოდენობრივი მაჩვენებელიც განსაკუთრებულია. ამ მხრივ, სრული რეკორდსმენი ნუცა (გვარი)-ია. მან სულ ახლახან გაიარა ტრენინგი და მისი დასრულების შემდეგ 110 შედეგის მიღება შეძლო.

დიახ, 110...

ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია, არსებობდეს რაღაც, რაც ჩვენს ცხოვრებაში 110 საკითხს უკეთესობისკენ ცვლის, თუმცა „პირველი გამაჯანსაღებელი ტრენინგი“, პირველ რიგში, სწორედ ამიტომ არის უნიკალური.

 

მოკლედ ტრენინგის შესახებ

პირველი გამაჯანსაღებელიანუწლის მთავარი ტრენინგი“ - როგორც მას შედეგებით კმაყოფილმა ადამიანებმა უწოდეს - ნორბეკოვის სისტემის ბაზაზეა აწყობილი. ნორბეკოვის სისტემის ერთადერთი ქართულენოვანი ტრენერიქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციისდამფუძნებელი, ფსიქოლოგი, ტრენერი და ქოუჩი ხათუნა მუზაშვილია. ფსიქოლოგიური ეფექტის გარდა, ამ ტრენინგს აქვს ისეთი ფიზიოლოგიური შედეგები, როგორიცაა: ნანატრი ორსულობის დადგომა; მხედველობის გაუმჯობესება; ხერხემლის კორექცია; უძილობის პრობლემის მოგვარება; კუჭ-ნაწლავის მდგომარეობის გაუმჯობესება; ქსოვილების რეგენერაცია და ზომაში დაპატარავებული ნაწიბურები; ქრონიკული დაავადებების დაძლევა  და ..

ჩვენი რეკორდსმენის ამბავი კი ასე დაიწყო: ის ყოველთვის იყო დაინტერესებული თვითგანვითარებასთან დაკავშირებული საკითხებით და ამ ტრენინგის შესახებაც გაეგო, თუმცა დასწრება მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს მეგობართან თვითშეფასების შესახებ საუბრობდა... მისმა მეგობარმა კი, რომელსაც „პირველი გამაჯანსაღებელი ტრენინგი“ გავლილი ჰქონდა, ბუნებრივია, რომ ნუცას იმავეს გაკეთება ურჩია.

„ზუსტად ისეთი შედეგი მივიღე, როგორსაც ველოდებოდი. ალბათ, განწყობამაც თავისი როლი ითამაშა. ჩემს თავს სხვა კუთხიდან შევხედე და საკუთარი თავის რწმენა გამიჩნდა. გავაცნობიერე, რომ ადამიანს აქვს ძალა, ყველაფერი შეცვალოს ისე, როგორც თავად სურს. ჩვენ ხშირად ვნებდებით, როდესაც წინ სერიოზული დაბრკოლება გვხვდება, თუმცა საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ყველაფრის გადალახვაში გვეხმარება.

უკეთესობა მაქვს ჯანმრთელობის მხრივაც. მაგალითად, თავის ტკივილი, რომელსაც გადაღლილობას ვაბრალებდი, გამიქრა. ასე რომ, ამ ტრენინგის შედეგად ჩემი ცხოვრება არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიოლოგიური თვალსაზრისითაც გაუმჯობესდა. ახლა უკეთესად მძინავს. ყველა სიტუაციაში ვხედავ დადებით მხარეს და ნაკლებ ყურადღებას ვამახვილებ უსიამოვნო წვრილმანებზე. დროსაც უკეთ ვანაწილებ და შესაბამისად, უფრო მეტ საქმესაც ვასწრებ.“ - ამბობს ნუცა.

ხსენებული 110 შედეგიდან მან ჩვენთვის გასაზიარებლად 30 შედეგი გამოყო, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ეს საინტერესო სია ასე გამოიყურება:

1.მოვახერხე საკუთარი თავის რწმენა და შეყვარება;

  1. პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებ (ცუდ სიტუაციაშიც კი);
  2. კარგად მძინავს;
  3. თავის ტკივილები აღარ მაქვს;
  4. მივიღე სხეულის და წონის კორექცია,
  5. პოზიტივის დანახვა ვისწავლე,
  6. ტერმინების - „იმედია, კარგად იქნება“ - ლექსიკონიდან ამოვიღე და ახლა აღარარფერს ველოდები - ვმოქმედებ;
  7. ჩემმა ცვლილებამ განაპირობა გარშემო მყოფი ადამიანების ცვლილებაც;
  8. სხვების მხრიდან მეტი კომპლიმენტი მესმის საკუთარ თავზე;
  9. ახლა უფრო დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს;
  10. კომპლექსები ნაკლებად მაქვს;
  11. შევიყვარე ჩემი სხეული;
  12. ვფიქრობ მუდმივ წინსვლასა და განვითარებაზე;
  13. მაქვს ჩემი მიზნები და ვცდილობ დავსახო ის გზები, რომლებიც მასთან მიმიყვანს;
  14. უარყოფითი აურის მქონე ხალხს ვერიდები ( ადრე მეცოდებოდნენ),
  15. იქ, სადაც ნეგატიურად საუბრობენ, გაჩერების სურვილი აღარ მაქვს და არც ვჩერდები,
  16. ვცდილობ საყვარელი ადამიანების დახმარებას, თუნდაც სიტყვიერად;
  17. მეტად ენერგიული ვარ;
  18. იმაზე მეტ საქმეს ვასწრებ მოკლე დროში, ვიდრე აქამდე ვაკეთებდი;
  19. ვარ მხრებში გამართული;
  20. ვიღიმი;
  21. დიდხანს ვსეირნობ და მეტ დროს ვატარებ საკუთარ თავთან;
  22. მაქვს ხალხისთვის სიტყვების - „მე შენ მიყვარხარ“ - თქმის ძალა;
  23. წვრილმანებზე ნაკლებ დროს ვხარჯავ;
  24. ვისწავლე პატიება;
  25. სიარულისას ვგრძნობ სიმსუბუქეს;
  26. შემიყვარდა ჩემი ორგანოები;
  27. უფრო გამიფართოვდა წარმოსახვა;
  28. უფრო მკაფიოდ აღვიქვამ ფერებს;
  29. მეტი სიამოვნებით მივირთმევ ყავას.

 

„პირველი გამაჯანსაღებლის“ შემდეგ ნუცა სხვა ტრენინგითაც დაინტერესდა. მან გადაწყვიტა, გაიაროს ქოუჩინგის 6-თვიანი კურსი, დაეუფლოს, პრაქტიკულად, ახალ პროფესიას და მიღებული ცოდნა უკვე არსებულ პროფესიას შეუთავსოს. ის ქართული ენის ფილოლოგია, რომელიც ახლა სწავლას ენათმეცნიერების განხრით აგრძელებს. წინ ძალიან ბევრი გეგმა აქვს და თვლის, რომ ხათუნა მუზაშვილის ტრენინგები მისი კარიერული ცხოვრებისთვისაც მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება.

ჰო და კიდევ... ნუცა ტრენერობასაც აპირებს.

„ჩვენ ხშირად უნდა შევაგროვოთ პოზიტივი. ზოგადად, იმ დადებით წვრილმანებს, რაც ცხოვრებაში ხდება, ადამიანი ყურადღებას არ აქცევს. თუმცა, როცა დაუკვირდები, ძალიან ბევრ პოზიტივს აღმოაჩენ. ეს ერთ-ერთი მთავარი რამაა, რაც ამ ტრენინგმა მასწავლა,“ - ამბობს ნუცა.

გამაჯანსაღებელი ტრენინგზე გაიგე მეტი

ან დაგვირეკე - 595 97 97 00