..."ქოუჩინგის სკოლა 2022 წლის ივნისში დავამთავრე. სწავლის დაწყებას წინ უძღვოდა ბევრი თქვენთაგანისთვის ნაცნობი მდგომარეობა…“როცა რაღაც შინაგანად არ გასვენებს“.
როცა შინაგანი ხმა, შეიძლება სუსტი და გაუბედავი გეუბნება, რომ შენ მეტი შეგიძლია, უფრო მნიშვნელოვანი, უფრო საჭირო, უფრო სასარგებლო.
- რას აკეთებ? - რეგისტრირდები უამრავ კურსზე (ფასიანზე, უფასოზე), უსმენ უამრავ ლექციებს YouTube -ზე, ყიდულობ წიგნს წიგნზე პროფესიულს და წარმატებების მიღწევის გზებზე... მაგრამ მაინც უკმარისობის განცდა გაქვს, რომ საკმარისად არ იცი, საკმარისად მზად არ ხარ იყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
მათ ვინც ეს გამოვიარეთ და აღმოვჩნდით იღბლიანები ("იღბალი ეს არის შესაძლებლობას პლიუს მზაობა") დავიწყეთ სწავლა ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაცია ქოუჩინგის სკოლაში დღეს ან ჩვენს ცენტრს ვხსნით ან ვფართოვდებით, ან ცხოვრების სიყვარულს ვპულობთ, ან ტრენინგ პროგრამებით ვმოგზაურობთ ქვეყანაში ან ყველაფერი ერთად.
ეს არის ფაქტი!!
რა არის ქოუჩინგის სკოლა?
გაპიწკინებული ადგილი, სადაც მიდიხარ შენი უნიკალური ცოდნით და გამოცდილებით, სადაც გიქმნიან ყველანაირ პირობას და შენ ადგენ ცხოვრების შენივე მენიუს, შენვე ირჩევ კერძს, შენვე უკვეთავ, იგებ რა ინგრედიენტები გჭირდება, ამზადებ და მიირთმევ..ტკბები..
კი ბატონო, ამ ყველაფერს აკეთებ შენ!
ქოუჩინგის სკოლა ქმნის ყველანაირ პირობას, რომ ეს შექმნა!
იმდენად მარტივად და ბუნებრივად მიდის ეს პროცესი, რომ შეიძლება გაიფქრო, რომ ამას მარტოც შეძლებდი.. კი, ალბათ, ოდესმე ან არც.. მაგრამ არა ასე დროულად, ასე ეფექტურად, ასეთი მზაობით, მიზანმიმართულად და სწორად!
და აქვე..თუ
*ფიქრობ, რომ სამყარო ვალში არ არის შენთან!
*ფიქრობ, რომ სხვები ვალდებულები არ არიან!
*მზად ხარ პასუხმგებლობა აიღო!
*იცი, რომ ერთადერთი ადამიანი ვისაც შეუძლია ცვლილება მოახდინოს ხარ შენ!
- მაშინ გაქვს საფუძველი ისწავლო ქოუჩინგის სკოლაში და გახდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია!
ნათია ცირამუა - ფსიქოლოგი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი,ტრენერი, ქოუჩი, ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის წევრი და ამავე ასოციაციის რეგიონალური წარმომადგენელი სამეგრელოში.
ქოუჩინგის სკოლის შესახებ მეტის გასაგებად დარეგისტრირდი
https://forms.gle/Y5jTmB6LKmbj3p2Y6