ხათუნა მუზაშვილის ფსიქოლოგიური ტრენინგ-ტურნე

ხათუნა მუზაშვილი ფსიქოლოგიურ ტრენინგ-ტურნე გრძელდება - შემდეგი გაჩერება ზუგდიდი

...ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის დამფუნებელი, ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი ფსიქოლოგირუ ტრენინგ-ტურნეს აგრძელებს. ტურნე 20 ივლისს ბათუმში დაიწყო. შემდეგი გაჩერება ზუგდიდია, სადაც „წლის მთავარ ტრენინგს“ უკვე ელოდება ადგილობრივი აუდიტორია. 22 ივლისს, 19 საათზე სასტუმრო „ლეთოში“ შეიკრიბებიან ადამიანები, რომელთაც სურთ, საკუთარ თავზე გამოსცადონ ის საოცარი შედეგები, რომელთაც გამაჯანსაღებელი ფსიქოლოგიის მიმართულების ტრენინგი მის მონაწილეებს უკვე მრავალი წელია, აძლევს.

სანამ ღონისძიების დეტალურ განხილვაზე გადავიდოდეთ, მოკლედ გაგაცნობთ იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალს, რომელთა გამოსწორებაც ამ ტრენინგის მეშვეობით არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიურ სამუშაოებსა და სტრესის მოხსნას, ფსიქოლოგიური გაჯანსაღების გარდა, თან სდევს უმნიშვენლოვანესი ფიზიკური შედეგები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს, ფაქტობრივად, ახალ სიცოცხლეს სძენს. ესენია:

  • ნანატრი ორსულობის დადგომა,
  • მხედველობის გაუმჯობესება;
  • ხერხემლის კორექცია;
  • უძილობის პრობლემის მოგვარება;
  • კუჭ-ნაწლავის მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • ქსოვილების რეგენერაცია და ზომაში დაპატარავებული ნაწიბურები;
  • ქრონიკული დაავადებების დაძლევა და ა.შ.

ერთი ადამიანის გამოცდილება

ზუგდიდის ტრენინგის ორგანიზატორი ნათია ცირამუაა, რომელმაც გამაჯანსაღებელი ტრენინგი რამდენიმე წლის წინ გაიარა ხათუნა მუზაშვილთან. ამ გამოცდილების შემდეგ მისი ცხოვრება, ყველა ასპექტით, უკეთესობისკენ შეიცვალა. ახლა კი, სურს, რომ ამ ძლიერმა, დადებითმა მუხტმა, მთელი ზუგდიდი მოიცვას.

„ქოუჩინგის სკოლაში სწავლის პერიოდში მე გავიარე გამაჯანსაღებელი ტრენინგი. კურსის გავლის პროცესში ვიგრძენი მნიშვნელოვანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური გაჯანსაღება. გამიუმჯბესდა საკუთარი თავის პოზიტიური აღქმა, ამიმაღლდა კმაყოფილების და ბედნიერების განცდა, დადებითად შეიცვალა ურთიერთობები, შემიმცირდა თავის ტკივილები და მომიწესრიგდა საჭმლის მომნელებელი სისტემა. ტრენინგების შედეგად გამარტივდა გარშემო ყველაფერი: მიზნების დასახვა და მიღწევა; გაჩნდა ახალი პერსპექტივები ჩემს ცხოვრებაში; გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაგანაც ვგრძნობ ემოციურ, ფიზიკურ თუ მატერიალურ მხარდაჭერას.

ხათუნას ტრენინგზე ბევრ კითხვაზე ვიპოვე პასუხი. სატრენინგო ჯგუფებში იდებოდა ჩანაწერები, რომელთაც, როგორც მწყურვალი წყალს, ისე ვეწაფებოდი. აქ იყო პასუხები, რომელთა გააზრებაც სიმართლესთან ზიარების წარმოუდგენელ სიამოვნებას მანიჭებდა.  ყველგან მასზე ვსაუბრობდი: მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან... მინდოდა, მათაც იგივე სიმსუბუქე ეგრძნოთ, ეპოვათ ბევრ კითხვაზე პასუხი, გასჩენოდათ კითხვები, რომლებზეც არც კი უფიქრიათ. ვიგრძენი, რომ ეს იყო ცოდნა, რომელიც არ შეიძლებოდა მხოლოდ ჩემთვის დამეტოვებინა. მჯერა, რომ ბევრის ცხოვრებაზე ძლიერ პოზიტიურ ზემოქმედებას მოახდენს. დღეს, როცა სტრესი მრავალმხრივია, ფსიქოლოგიური და ფიზიკური გაჯანსაღება გადარჩენის ტოლფასია. მახსოვს, ტრენინგიდან გამოსულს ძლიერი ბედნიერების განცდა მქონდა. სტატისტიკურად, 1 ბედნიერი ადამიანი 5 სხვა ადამიანს აბედნიერებს. მჯერა, რომ 22 ივლისის, ზუგდიდში, მასტერკლასზე ბედნიერების კორიანტელი დატრიალდება. ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობის მასტერკლასს დაესწრებიან, საკუთარ პოზიტიურ ენერგიას გადასცემენ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, საბოლოოდ კი, ჩვენს ქალაქში ძლიერი პოზიტიური მუხტი შეიკვრება.“ - აღნიშნავს ნათია ცირამუა.

რით არის ყველასაგან გამორჩეული „წლის მთავარი ტრენინგი“

ტრენინგი ნორბეკოვის სისტემის ბაზაზეა აწყობილი. ნორბეკოვის სისტემის ერთადერთი ქართულენოვანი ტრენერი კი ხათუნა მუზაშვილია. ამიტომაც, ის სრულად გაუძღვება 10-დღიან ტრენინგს. როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებით უხარია, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქი საკუთარი ინიციატივით უერთდება „წლის მთავარ ტრენინგს“ და ადამიანები მასობრივად იწყებენ საკუთარ თავზე მუშაობას.

ტრენინგის პირველი დღე „ჯანმთელობის მასტერკლასი“ - ცალკე ტრენინგადაც შეიძლება ჩაითალოს, რადგან მხოლოდ მამსზე დასწრებაც არის შესაძლებელი სულ რარაც 50 ლარის სანაცვლოდ - ადამიანები მიიღებენ უამრავ დადებით ემოციას, ცოდას საკუთარი განუსაზღვრელი უნარების შესახებ და წიგს „სულელის გამოცდილებას“, რომელიც აკადემიკოს ნორბეკოვის მრავალმილიონიანი ბესტსელერია ქართულ ენაზე ნათარგმნი.

 „21-ე საუკუნე სტრესის საუკუნედ ითვლება. აქედან გამომდინარე, ექიმებთან და პრეპარატებთან ერთად, ადამიანების ჯანმრთელობის აღდგენაში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ფსიქოლოგები. ცნობილია, რომ დაავადებების 90% ფსიქოლოგიურ საფუძველს ატარებს და ფსიქოსომატურია, რაც იმას გულისხმობს, რომ ძირითადი დაავადებების გამომწვევი მაინც სტრესული ფონი და გარემოა. სტრესი არის ჩვენი  რეაქცია  ამა თუ იმ მოვლენაზე, რომელიც შესაძლოა მართვას დაუქვემდებაროთ. სწორედ ჩვენი რეაქციები განაპირობებს ჩვენს ჯანმრთელობას და ცხოვრების ხარისხს.

ამ ტრენინგის განმავლობაში, ჩვენ ვიწყებთ ორგანიზმის უდიდესი შინაგანი რესურსის გამოყენებას, რომელიც სტრესის პირობებში აბსოლუტურად დაბლოკილია. ეს რესურსი ორგანიზმში ინახება იმ შემთხვევისთვის, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება და სხეულს ის დასჭირდება, თუმცა მუდმივი სტრესის გამო, მისი გამოყენება ვერ ხერხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მკურნალობა, გამაჯანსაღებელი ტრენინგი ნამდვილად გახლავთ 90%-იანი ხელშეწყობა იმ მკურნალობისა, რომელსაც ადამიანი იტარებს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, გამაჯანსაღებელი ფსიქოლოგიის მეთოდის საკუთარ თავზე გამოყენება  საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელი გახდეს. ამას მოწმობს ნორბეკოვის სისტემის 40-წლიანი სტაჟი. ეს სისტემა 40 წლის განმავლობაში თანდათანობით იხვეწებოდა და ბოლო 15 წელია, რაც საბოლოო ფორმა მიიღო.“ - ამბობს ხათუნა მუზაშვილი.

ვის შეუძლია ტრენინგზე დასწრება

რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამონაკლისია, მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ფსიქოტროპულ წამლებს სვამენ და ფსიქიკური აშლილობა აქვთ. ეს ტრენინგი მათ, უბრალოდ, ვერ დაეხმარება. აგრეთვე, ის ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლდამოკიდებულები, ნარკოდამოკიდებულები ან ლუდომანები არიან. თითოეულ ასეთ შემთხვევაში, ამ პრობლემების გადასაწყვეტად სხვა მეთოდებია გამოსაყენებელი. მსგავსი დამოკიდებულებების მოსახსნელად ეს ტრენეინგი შესაბამისი ადგილი არ არის. მათ სხვა ტიპის მუშაობა სჭირდებათ.

გამომდინარე იქიდან, რომ გამაჯანსაღებელი ტრენინგი საკმაოდ აქტიურ ფიზიკურ ვარჯიშებს მოიცავს, არ შეიძლება ორსულების დასწრება ან იმ ადამიანების, რომლებმაც ახლახან გაიკეთეს ოპერაცია (და ჯერ არ არის გასული 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდი).

 

მოკლედ, 22 ივლისს, 19 საათზე სასტუმრო „ლეთოში“ ზუგდიდელები ხათუნა მუზაშვილს ელოდებიან. თამამად გეტყვით - თუ ამ ადამიანების რიგებში ყოფნას გადაწყვეტთ, ეს ტრენინგი თქვენთვისაც „წლის მთავარი ტრენინგი“ გახდება!