ხათუნა მუზაშვილი ფსიქოლოგიურ ტრენინგ-ტურნეს იწყებს...

ხათუნა მუზაშვილი ფსიქოლოგიურ ტრენინგ-ტურნეს იწყებს - პირველი ქალაქი ბათუმია

 ...კავშირი ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის იმაზე უფრო მჭიდროა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ხშირ შემთხვევაში, სწორედ პირველი განაპირობებს მეორეს. შესაძლოა გავოცდეთ, როცა აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ცუდი მხედველობა, ტკივილი სხეულის სხვადასხვა არეში ან სხვა პრობლემა, რომელიც ფიზიკურად იჩენს თავს, ჩვენი ორგანიზმის პასუხია იმ ფსიქოლოგიურ სტრესზე, რომელსაც ადამიანი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ყოველდღიურად იღებს.

  • ნანატრი ორსულობის დადგომა,
  • მხედველობის გაუმჯობესება;
  • ხერხემლის კორექცია;
  • უძილობის პრობლემის მოგვარება;
  • კუჭ-ნაწლავის მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • ქსოვილების რეგენერაცია და ზომაში დაპატარავებული ნაწიბურები;
  • ქრონიკული დაავადებების დაძლევა და ა.შ.

ასე გამოიყურება გამაჯანსაღებელ ტრენინგზე დამსწრეთა შედეგების სია და ეს სულაც არ არის საოცრება - ეს ჩვენი ორგანიზმის არსებული რესურსის გამოყენების შედეგია, რომლის გამოყენებას და ამოქმედებასაც გარკვეული ფსიქოლოგიური მუშაობა ჭირდება.

თანამედროვე ფსიქოლოგია, ემოციური მდგომარეობის „მკურნალობით“, სხეულისა და ზოგადად, ცხოვრების გაჯანსაღების სხვადასხვა მეთოდს დიდი ხანია, იკვლევს, ეძებს, აღმოაჩენს და შემდეგ, შეძლებისდაგვარად, სრულყოფს კიდეც, თუმცა არსებობს ერთი ყველაზე მეტად აღიარებული, ეფექტური და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტრენინგი, რომელიც, საბედნიეროდ, ქართული აუდიტორიისთვის ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. მას „პირველი გამაჯანსაღებელი ტრენინგი“, უფრო სწორად, როგორც თავად ამ ტრენინგგამოვლილმა ადამიანებმა შეარქვეს, „წლის მთავარი ტრენინგი“ ჰქვია. მათთვის იმ წლის მთავარი მოვლენა სწორედ ამ ტრენინგის გავლა აღმოჩნდა.

ტრენინგი ნორბეკოვის სისტემის ბაზაზეა აწყობილი. ნორბეკოვის სისტემის ერთადერთი ქართულენოვანი ტრენერი კი „ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის“ დამფუძნებელი, ფსიქოლოგი, ტრენერი და ქოუჩი ხათუნა მუზაშვილია, რომელმაც გადაწყვიტა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტურნე გამართოს და აუდიტორიას, რომელიც იქ მას უკვე ელოდება, „წლის მთავარი ტრენინგი“ პირადად ჩაუტაროს.

პირველი ქალაქი, რომელსაც ფსიქოლოგი და მისი გუნდი ეწვევა, ბათუმია. ბათუმის ტრენინგის ორგანიზატორი მეგი მეგრელიშვილია, რომელმაც წლების წინ თავად გაიარა აღნიშნული ტრენინგი და მიღებული შედეგების ფონზე, გადაწყვიტა, ამ უნიკალური გამოცდილების მიღებაში სხვა ადამიანებსაც დახმარებოდა.

-რას გულისხმობს გამაჯანსაღებელი ტრენინგი და რა შედეგს უნდა ელოდოს აუდიტორია?

(ხათუნა მუზაშვილი) -უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ 21-ე საუკუნე სტრესის საუკუნედ ითვლება. აქედან გამომდინარე, ექიმებთან და პრეპარატებთან ერთად, ადამიანების ჯანმრთელობის აღდგენაში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ფსიქოლოგები. ცნობილია, რომ დაავადებების 90% ფსიქოლოგიურ საფუძველს ატარებს და ფსიქოსომატურია, რაც იმას გულისხმობს, რომ ძირითადი დაავადებების გამომწვევი მაინც სტრესული ფონი და გარემოა. სტრესი არის ჩვენი  რეაქცია  ამა თუ იმ მოვლენაზე, რომელიც შესაძლოა მართვას დაუქვემდებაროთ. სწორედ ჩვენი რეაქციები განაპირობებს ჩვენს ჯანმრთელობას და ცხოვრების ხარისხს.  ეს ტრენინგი გამაჯანსაღებელი ფსიქოლოგიის მიმართულებაა. ის აწყობილია აკადემიკოს ნორბეკოვის სისტემის ბაზაზე, რომელიც, სტრესის განეიტრალების მიზნით, ადამიანების მიერ საკუთარ თავზე მუშაობას ითვალისწინებს.

მოკლედ, ამ ტრენინგის განმავლობაში, ჩვენ ვიწყებთ ორგანიზმის უდიდესი შინაგანი რესურსის გამოყენებას, რომელიც სტრესის პირობებში აბსოლუტურად დაბლოკილია. ეს რესურსი ორგანიზმში ინახება იმ შემთხვევისთვის, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება და სხეულს ის დასჭირდება, თუმცა მუდმივი სტრესის გამო, მისი გამოყენება ვერ ხერხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მკურნალობა, გამაჯანსაღებელი ტრენინგი ნამდვილად გახლავთ 90%-იანი ხელშეწყობა იმ მკურნალობისა, რომელსაც ადამიანი იტარებს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, გამაჯანსაღებელი ფსიქოლოგიის მეთოდის საკუთარ თავზე გამოყენება  საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელი გახდეს. ამას მოწმობს ნორბეკოვის სისტემის 40-წლიანი სტაჟი. ეს სისტემა 40 წლის განმავლობაში თანდათანობით იხვეწებოდა და ბოლო 15 წელია, რაც საბოლოო ფორმა მიიღო.

-რატომ გადაწყდა ტრენინგის ტურნეს სახით ჩატარება და რატომ ბათუმი?

უკვე 18 წელია, რაც ჩვენ თბილისში გამაჯანსაღებელ ტრენინგებს ვატარებთ. ძალიან ბევრი მსურველია სხვადასხვა ქალაქიდან. პანდემიის პერიოდში, ნებისმიერი ადგილიდან შეეძლოთ ადამიანებს ტრენინგზე ონლაინ დასწრება, თუმცა იმისათვის, რომ გამაჯანსაღებელმა ტრენინგმა, სადაც უამრავი პრაქტიკული სავარჯიშოა, სრულყოფილი შედეგი მოგვცეს, პუბლიკასთან პირდაპირი კონტაქტია აუცილებელი. ეს მოთხოვნა დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა და ახლა, როცა შეგვიძლია ყველგან თავისუფლად გადავაადგილდეთ, გადავწყვიტეთ, რომ ტურნე დაგვეგეგმა.

აღსანიშნავია, რომ ეს იდეა თავად ბათუმიდან წამოვიდა. იქ არიან ადამიანები, რომლებმაც გაიარეს ჩვენი ტრენინგები და მიიღეს ფენომენალური შედეგები, რომლებიც თავიანთ ახლობლებს გაუზიარეს. ახლა მზად არიან, დააორგანიზონ ეს ტრენინგი.

მეგი მეგრელიშვილი, ბათუმის ტრენინგის ორგანიზატორი:

...პირადად მე ეს ტრენინგი 8 წლის წინ გავიარე და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მივაღწიე ისეთ მიზანს, როგორიც სასურველი ორსულობაა (3 ბიჭის დედა ვარ). ასევე, ავისრულეთ ისეთი მატერიალური მიზნები, როგორიცაა: ბინა ბათუმში, ავტომობილი, საკუთარი ბიზნესი და .. ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელი ვარ და ისევ სასურველი წონა მაქვს. სწორედ ამ კურსის შემდეგ ვისწავლე ჩემი ფიქრებისა და ემოციების მართვა; ადამიანებთან სწორი ურთიერთობა; ღიმილი და კეთილგანწყობა მათ მიმართ... გარდა ამისა, ვისაც ვურჩიე ტრენინგის გავლა, ყველამ საოცარი შედეგები მიიღო. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, ორგანიზება გამეწია ამ ტრენინგისთვის ბათუმში.

 

-რამდენ ხანს გაგრძელდება ტრენინგი და როგორი სახის იქნება ის?

(ხათუნა მუზაშვილი) -ტრენინგი ჰიბრიდული იქნება. რამდენიმე დღის მანძილზე მათ პირისპირ შევხვდებით, ზოგჯერ კი, ვიდეოჩანაწერებს მივაწვდით. ეს გადაწყდა იმ ფაქტორის გამო, რომ ახლა სეზონია და გვინდა, ტრენინგის მონაწილეებმა მაქსიმალურად ეფექტურად შეძლონ როგორც ტრენინგის აღქმა, ისე თავიანთი დროის განკარგვა.

ტრენინგი 10 დღის განმავლობაში გრძელდება, თუმცა ორ ნაწილად იყოფა. პირველი დღე ჯანმრთელობის მასტერკლასია, რომელზეც ცალკე დასწრებაც შესაძლებელია. ვიღაცისთვის, ვინც პირველად უნდა მოვიდეს ტრენინგზე, რთული აღსაქმელია, რომ შედეგი, რომელსაც ვპირდებით, მან 10 დღეში უნდა მიიღოს. ამიტომაც, ადამიანებს შეუძლიათ შეიძინონ მხოლოდ პირველი დღის მასტერკლასი და სწორედ მასზე დასწრების შემდეგ მიიღონ ტრენინგზე სრულად დასწრების გადაწყვეტილება.

-იმ დადებით შედეგებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, ადამიანები 10-დღიანი ტრენინგის დასრულების შემდეგ ეტაპობრივად აღწევენ?

-ტრენინგის მხოლოდ 1-ელი დღის შედგენაზეც კი, წლების განმავლობაში 16 ფსიქოლოგი მუშაობდა, რათა რაც შეიძლება მეტი შედეგი გაგვეტანებინა მსმენელისთვის შინ პირველივე დღეს. როდესაც ისინი ამ შედეგს ხედავენ, რასაკვირველია, ტრენინგის ბოლომდე გაგრძელების სურვილი უჩნდებათ. ასე რომ, შედეგები პირველივე დღიდან იწყება, როდესაც მსმენელები აუდიტორიიდან, ფაქტობრივად, სხვა ადამიანები გადიან. მეორე-მესამე დღეს ისინი უკვე აფიქსირებენ, რომ გაუუმჯობესდათ მხედველობა ან მოეხსნათ სხვა პრობლემები.

მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას არ მოიცავს. როდესაც სტრესი იხსნება, ადამიანი უკეთესად აზროვნებას იწყებს, უფრო მეტად ხედავს გამოსავალს და უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომაც, ამ ტრენინგის გავლას დადებითი მოვლენების მთელი წერია მოჰყვება.

-ვის შეუძლია ტრენინგზე დასწრება?

-რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამონაკლისია, მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ფსიქოტროპულ წამლებს სვამენ და ფსიქიკური აშლილობა აქვთ. ეს ტრენინგი მათ, უბრალოდ, ვერ დაეხმარება. აგრეთვე, ის ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლდამოკიდებულები, ნარკოდამოკიდებულები ან ლუდომანები არიან. თითოეულ ასეთ შემთხვევაში, ამ პრობლემების გადასაწყვეტად სხვა მეთოდებია გამოსაყენებელი. მსგავსი დამოკიდებულებების მოსახსნელად ეს ტრენეინგი შესაბამისი ადგილი არ არის. მათ სხვა ტიპის მუშაობა სჭირდებათ.

გამომდინარე იქიდან, რომ გამაჯანსაღებელი ტრენინგი საკმაოდ აქტიურ ფიზიკურ ვარჯიშებს მოიცავს, არ შეიძლება ორსულების დასწრება ან იმ ადამიანების, რომლებმაც ახლახან გაიკეთეს ოპერაცია (და ჯერ არ არის გასული 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდი).

-თავად თქვენ რას ელოდებით ამ ტრენინგისგან და იმ აუდიტორიისგან, რომელიც ბათუმში დაგხვდებათ?

-როგორც წესი, რაც უფრო განწყობილია ადამიანი შედეგის მისაღებად, უფრო მეტს იღებს. ჩვენ ჯანმრთელობის მასტერკლასზე სწორედ ამ მოლოდინებს ვაღვივებთ და ვცდილობთ, მეტი მიზანი დავასახინოთ ადამიანს. არაერთხელ გვქონია შემთხვევა, როდესაც გამაჯანსაღებელ ტრენინგზე ადამიანს დაურეკეს საოცნებო სამსახურიდან; სთხოვეს ხელი, რასაც დიდხანს ელოდებოდა; დაუფინანსეს პროექტი და ა.შ. შესაბამისად, ამ ტრენინგის დიაპაზონი განუსაზღვრელად ფართოა, დაწყებული წელის პრობლემის მოგვარებით, დასრულებული კარიერაში ნაბიჯის გადადგმით. მე ვემზადები იმისათვის, რომ აუდიტორიამ შედეგების სრული სპექტრი მიიღოს. ჩემი, როგორც ტრენერის მთავარი მოტივაცია, დამსწრე ადამიანების გაოცებული სახეებია, რომლებიც ტრენინგის დასრულების შემდეგ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე შეყვარებულები ხდებიან და მზად არიან, თავად აშენონ საკუთარი ცხოვრება.

ტრენინგზე დასასწრებად დარეკეთ 591 00 85 88

დარეგისტრირდი და გაიგე მეტი