საჩუქარი დედას

 

...წლების წინ, დედის დღეს, ბავშვები იებს ვაგროვებდით დედებს ვჩუქნიდით. მერე გავიზარდე და დავიწყე მაღაზიიდან მაღაზიაში სიარული - სუნამო თუ სამკაული? იქნებ ტანსაცმელი ურჩევნია? ან იქნებ ფული ვაჩუქო და თავად აარჩიოს? სადღა იყო უწინდელი თვითრწმენა! აღარც საკუთარი თავი მიმაჩნდა დედამიწის ზურგზე ყველაზე საუკეთესო მხატვრად და აღარც იები მეჩვენებოდნენ ოკეანის ლურჯ მარგალიტებად, ამიტომ, ფასეულ საჩუქრებს ვჯერდებოდი..

            რაღა დაგიმალოთ, და დღეს  ტყუილად სულაც არ ამეშალა მოგონებები. ირმა კოხრეიძის წიგნი ვნახე, რომელიც კი არ უნდა წაიკითხო, საკუთარი მოგონებებისა და გრძნობების  ხურჯინს პირი უნდა მოხსნა და ფურცლებზე გადაიტანო. წიგნი-ალბომი მოიცავს დედის და შვილის ურთიერთობას. მასში 50-მდე შეკითხვაა დასმული.  შეკითხვები დედას ეხება, რომლებზე პასუხებსაც თავად ვწერთ, ვწერთ ბავშვობის შთაბეჭდილებებზე და სხვა მრავალ ისეთ გულშიჩამწვდომ საკითხებზე, რაც დედისთვის სასიამოვნო წასაკითხი იქნება. საბოლოო ჯამში, თქვენივე ხელით დაწერილი საკამოდ სოლიდური, მრავალფურცლიანი მოთხრობა გამოდის, ფოტოსურათებისთვის დატოვებული ადგილებით და ულამაზესი შესანახი ყუთით. დიახ, ფაქტობრივად წიგნს ვწერთ თავად, დედის დღეს, დედისთვის. კითხვები ისეა შერჩეული, მთელი ჩვენი სითბო და სიყვარული წიგნის ფურცლებში ჩაიღვრება.

            ნივთების უმეტესობა რაღაც დროის შემდეგ არსებობას წყვეტს. სუნამო მთავრდება, ტანისამოსი ცვდება... მე თუ მკითხავთ, ამ წიგნის შეძენა სჯობს, მაგრამ მოიმარჯვეთ ცხვირსახოცები, მოზღვავებულ დადებით ემოციებსაც ხომ შეუძლიათ  ცრემლების გამოწვევა. თურმე დიდებსაც შეგვძლებია პატარებივით ფასდაუდებელი საჩუქრების გაკეთება და იმ ძველ, მისტიურ სკივრში ადგილის დამკვიდრება, სადაც ჩვენი ბავშვობის სუფთა და ნათელი მოგონებები ინახება. მადლობა ავტორს, რომ ისევე, როგორც ბავშვობისას, ჯადოსნურ დღედ შეგვიძლია დედის დღე ვაქციოთ, ინტერესით დავაკვირდეთ საჩუქრის ნახვისას დედის თვალებს და მასში გაჩენილი სიხარულის ვარსკვლავები დავითვალოთ, ზუსტად ისე, როგორც ეს ბავშვობაში ხდებოდა.

წიგნის შესაკვეთად  დარეკე 577 49 75 27

ან დატოვე განაცხადი  https://bit.ly/36YeWei