... ქორწილისათვის მზადება - როგორ წარმოგიდგენიათ?თეთრი კაბა, მამაკაცის შარვალ-კოსტუმი ან ჩოხა ახალუხი.....
რესტორნის არჩევა, მენიუს შედგენა, სტუმტების დაპატიჟება, ბეჭდების და საჩუქრების ყიდვა....?
ძალზე ბანალური რომ არ იყოს ის რასაც აკეთებთ, მინდა მოგითხროთ, თუ როგორ ემზადებიან ქორწილისათვის სხვა ქვეყნებში...
კენია
...აქ საქმრომ ქრწილამდე 1 თვე უნდა იაროს ქალის ტანისამოსში მორთულ მოკაზმულმა სამკაულებითა და აქსესუარებით, მოხატული ხელებით და ქალური იმიჯის ყველა დეტალი, თავის თავზე უნდა გამოსცადოს.
ეს იმისათვის ხდება, რომ მამაკაცმა კარგად გაიაზროს როგორია „ქალის ტყავში ყოფნა“ J
ნიგერია
მამაკაცს ცოლის შერთვა, მხოლოდ ერთგვარი „კორიდორის“ გავლის შემდეგ შეუძლია....
კორიდორი კი ხელკეტებ მომარაგებული ქალებისაგან შედგება. როგორც კი მამაკაცი უახლოვდებათ, გამტებით ურტყამენ
თუ მამაკაცი შეძლებს ამ კორიდორის გავლას (და არ დაეცემა), მას შეუძლია მისი „მგვემავი“ ქალბატონებიდან ნებისმიერი აარჩიოს და ცოლად შეირთოს
კორეა
...პატარძალი 1 თვით უნდა გადაიხვეწოს ტყეში და 10დღის განმავლობაში უნდა იტიროს მოთქმით. შემდეგ მას დედა შეუერთდება და ერთად გააგრძელებენ ტირილს...ბოლოს კი მეგობარი გოგონებისა და სხვა ნათესაობის თანხლებით გუნდური ტირილის შემდეგ, იგი მზადაა გაჰყვეს თავის რჩეულს ცოლად.....
საინტერესო ისაა, რომ თურმე მოთქმით ტირილს და მოთქმის დროს წარმოსათქმელ ტექსტს, გოგონებს კორეაში ბავშვობიდან ასწავლიანJ
ბარნეო
წინა საქორწილო მომზადება 3 დღეს გრძელდება და მასში მეფეც და პატარძალიც ერთდოულად მონაწილეობს: - მათ სამი დღის განმავლობაში ეკრძალებათ ჭამა, ძილი დასვენება, კუჭში გასვლა.....და ამ ტრადიციული დავალების პირნათლად შესრულებისათვის, დაცვაც კი ყავთ მიჩენილი.
ბალი
პატარძალს ქორწილამდე კბილებს უქლიბავენ....რადგან მათი ღრმა რწმენით, დაუქლიბავი კბილების მქონე გოგონა, გათხოვების შემდეგ შესაძლოა ბნელ ძალად იქცეს.
შვეიცარია
პატარძლის მეგობარი გოგონები ამზადებენ სპეციალურ მასას, რომელიც შედგება თქხევადი საკვები ინგრედიენტებისაგან (კეჩუპი, მაიონეზი, ზეთი, არაჟანი, რძე, მდოგვი და ა.შ.)
მომზადებული მასა პატარძლის „ამოსათხუპნად“ (თმის ღერიდან ფეხის ტერფამდე) არის განკუთვნილი.
ამოსვრილი პარატძალი ქუჩებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დადის საქმროს მეგობრების თანხლებით ....ტრადიციის თანახმად, ამგვარ დამცირება გადატანილი პატარძალს, გაუმარტივდება ყველაზე რთული ხასიათის მეუღლის ატანაც კი
P.S.
ასე რომ ....კარგად დაფიქრდით, სად ღირს დაოჯახება და სად არა....
მუდამ თქვენი განწყობის სამსახურში)))