...წაქცეული კაცს ქვა აღმართში - ანუ ქვევდან ზევითაც კი დაეწევაო - ალბათ არა მარტო გსმენიათ, გამოგიცდიათ კიდეც, როცა ცხოვრების რაიმე ერთი სფერო ამოგაგდებთ კალაპოტიდან და ყველაფერი დანარჩენიც ყირაზე დგება ცხოვრებაში.
მოდით ვნახოთ რა, რატომ და როგორ?
ყველაფერი იწყება აქედან
ცხოვრებაში ყველას აქვს ხან დიდი ხან პატარა პრობლემები, როგორიცაა მაგ. - შეყვარებული ( ქმარი/ცოლი) ნერვებს მიშლის, მშობლები( შვილები) ვერ მიგებენ, ადამიანები არ მაფასებენ, ფული ( ან დრო) არ მყოფნის, ჩემი თავი ( ტანი) არ მომწონს და ა.შ. თითქოს არაფერი და ამ საკითხების გადასალახადაც ორგანიზმი მთელ თავის შინაგან რესურსს ხარჯავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ვიცით როგორ მოვაგვაროთ და
#1. ვითმენთ - „ვინც მითმენს, ის მოიგებს „-ოოო - არ დაიჯეროთ!
ეს გამონათქვამი არ ვრცელდება იმ სიტუაციებზე, რომელიც ცხოვრებას გიწამლავთ და ხალისს გარმევთ.
პრობლემას უნდა მოგვარება და არა მოთმენა, მაგრამ ხშირად არ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ და ამიტომ
#2. ვითვალისწინებთ სხვების რჩევებს ( დედის, მეგობრის, მეზობლის...) ხშირ შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაა. ანუ უფროს-უმცროსობის კომპლექსი, როცა ვიღაცამ უნდა გითხრას და შენ უნდა გააკეთო და თუ არ გამოვა პასუხისმგებელიც ის ვიღაცა იქნება თითქოს. ხშირ შემთხვევაში სხვების რჩევებით ვერ გვარდება პრობლემები (გარდა იმ შემთხვევებისა, თუ რჩევას კონკრეტულად იმ საკითხის ექსპერტს არ ეკითხებით) ადამიანი მიდის შემდეგ ეტაპთან, რომელსაც ქვია
#3. არ მჯერა რომ მოგვარებას შევძლებ და ამ ეტაპს ახასიათებს ისეთი აზრები, როგორიცაა ‘ყველა კაცი ერთნაირია“, „ვინ რას მოგცემს“, „ხელი თუ არავინ წაგიკრა, წინ ვერ წახვალ“, „ჩვენს ქვეყანაში ბედნიერი ვერ იქნები“ და ა.შ. ეს ფრაზები და შექმნილი ვითარება განაპირობებს, რომ ადამიანი ერთგვარად ნებდება და
#4. წყვეტს ოცნებას - ოცნების შეწყვეტა განაპირობებს ეტაპს
#5. მიზნების არ ქონა- რომელიც თავისთავად განაპირობებს
#6.მკაფიო გეგმის არ არსებობა- რასაც მოყვება
#7. მოტივაციის დაქვეითება / უხასიათობა...
#8.ენერგიის არ ქონა
#9. ემოციური მდგომარეობის შერყევა( დეპრესია, აპათია, აგრესია, ფსიქოზი, პანიკური შეტევები...)
#.10 ქრონიკული დაავადებები
მხედველობის დაქვეითება, თავის ტკივილები, ძილის დარღვევა, საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის მოშლა, ტკივილები ზურგისა და ხერხემლის არეში, კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა, პერიოდული პულსის აჩქარება, ფეხების ტკივილი და ა.შ.
როცა ადამიანი ამბობს რომ პირობითად კუჭის წყლული ( ან რაიმე სხვა) აქვს, მე შემიძ₾ია ვივარაუდო, რომ ყველა ეს ეტაპი უკვე გავლილი აქვს და კუჭის წყლულის, თუ სხვა დაავადების მკურნალობის პარალელურად თუ აღმავალი ხაზით არ წავედით და არ გავანეიტრალეთ ყველა ის 10 განვლილი ეტაპი, მაშინ დაავადება ჩვენში მაინც რჩება და მას „ქრონიკულს“ უწოდებენ.
p.s. პირადად მეც - ხათუნა მუზაშვილმაც ეს გზა გამოვიარე პირველი ეტაპიდან მეათემდე და შემდეგ მეათედან უკანJ
შემიძლია შემოგთავაზო ტრენინგი, სადაც შენ ამას მარტივად შეძლებ
დარეგისტრირდი „წლის მთავარ ტრენინგზე „ და გაიგე მეტი https://forms.gle/fQTWR1NkNbviQaZn8
ან დაგვირეკე 595 97 97 00
თუმცა ამ სტატიას გაგრძელებაც აუცილებლად ექნება.....