ქოუჩინგი მართვაში და მენეჯმენტში

 

...ქოუჩინგის მსოფლიო ფედერაციის მიერ აკრედიტებული ქოუჩი (ICF PCC), ქალბატონი ნინო ვახანია იმდენად საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა, ცდუნებას ვერ გავუძელი და დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ჩავეწერე „კორპორატიული ქოუჩინგის სასწავლო კურსზე“, რომელსაც თავად გაუძღვება. არამგონია ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ რომელიმე თქვენგანს კურსის მიმართ ინტერესი არ გაუჩნდეს, ამიტომ, თითოეულ მკითხველს ჩემს პოტენციურ ჯგუფელად მოვიაზრებ

გვესაუბრეთ კორპორატიული ქოუჩინგის სასწავლო კურსის შესახებ, რას გვასწავლის ეს კურსი?

გვესაუბრეთ „კორპორატიული ქოუჩინგის“ სასწავლო კურსის შესახებ, რას გვასწავლის ეს კურსი?

ამ კურსის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეებს ორი მიმართულებით მოვემსახურებით: პირველი არის ტრენინგის ნაწილი, რაც შეეხება მეორეს, ყველა მონაწილე გაივლის ჯგუფურ ქოუჩინგს, დაისახავს მიზანს, რომელსაც ქოუჩინგური მეთოდით დაამუშავებს, პირველ ნაბიჯებს დაწერს და შეიძლება დასრულების დროისათვის უკვე გადადგმულიც კი ჰქონდეს ეს ნაბიჯები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მეთოდი გატესტონ და პრაქტიკა სხვადასხვა ორგანიზაციაში გაიარონ. კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც გუნდთან მუშაობა აინტერესებს, მაგალითად,  ეიჩარები, ორგანიზაციის ხელმძღვანელები, დეპარტამენტის უფროსები... კურსის მონაწილეები იმუშავებენ  საკუთარ ღირებულებებზე, წინააღმდეგობრივ ბარიერებზე, რომლებიც ხელს უშლით გაიხსნან. ბევრი ადამიანია თავისი საქმის პროფესიონალი, თუმცა, როდესაც დაბრკოლებებს აწყდებიან, რაღაც საკითხები უშლით ხელს წინსვლაში და ეფექტიან მოლაპარაკებებში. ამ საკითხებზეც ვიმუშავებთ. ვიმუშავებთ ცვლილებების მიმართ მდგრადობაზე, მოტივაციასა და ლიდერობაზე. როდესაც ამ ასპექტებს გავივლით, მსმენელები მეტად გახსნილები იქნებიან.

რა გამოცდილების ბაზაზეა შექმნილი ეს კურსი?

კურსი ეფუძნება გუნდური ქოუჩინგის პრინციპებს. ეს არის კითხვების დასმის ხელოვნება იმისთვის, რომ ადამიანებმა თვითონ აღმოაჩინონ თავიანთი გუნდის ან ორგანიზაციის სტატუსი, თუ სად არიან ახლა და რა სჭირდებათ იმისთვის რომ კიდევ განვითარდნენ. კურსზე გავივლით ბიზნეს ქოუჩინგის საფუძვლებს, ორგანიზაციულ სტრატეგიებს, თანამშრომელთა მართვის დროს ემოციური და პოზიტიური ინტელექტის მნიშვნელოვან ასპექტებს,  რისი ცოდნაც, ყველასთვის, ვინც გუნდთან მუშაობს, აუცილებელი და მნიშვნელოვანია. გავივლით ნეირო-ენდოკრინოლოგიურ ძვრებს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში წარმოიშვება სტრესისა და ბედნიერების დროს. ეს სამედიცინო ინფორმაცია ყველასათვის გასაგებ ენაზე იქნება  მიწოდებული.

თავად რა გზა გაიარეთ, სანამ საკუთარ თავში ქოუჩს აღმოაჩენდით? რატომ გაგიჩნდათ სურვილი გამხდარიყავით ბიზნეს ქოუჩი?

16 წლიანი მენეჯერული გამოცდილება მაქვს სხვადასხვა მიმართულებით. როდესაც მენეჯერად დავინიშნე  და გუნდთან მომიწია მუშაობა, თითქმის არაფერი ვიცოდი, გამოცდილება მაკლდა. ვცდილობდი, რაც არ მომწონდა სხვაში, არ გამემეორებინა.  ფორს მაჟორში გვიწევდა მუშაობა, ბევრი იყო ახალი დავალება და მცირე ვადები, ჩემი მართვის სტილი კი დირექტიული. საკუთარი თავის მიმართ და თანამშრომლების მიმართაც საკმაოდ მომთხოვნი ვარ, ვხედავდი, როგორ უჭირდათ ადამიანებს ამ რეჟიმში მუშაობა და დავიწყე მენეჯმენტის შესწავლა. სხვადასხვა კურსი გავიარე, თუმცა, რა გითხრათ, ამან რადიკალურად მაინც ვერ შეცვალა ჩემი მიდგომები პრაქტიკაში. ამიტომ გადავწყვიტე, რომ შემესწავლა ქოუჩინგი მენეჯერულ საქმიანობაში გამოსაყენებლად. პირველი სამი წელი აქტიურად ვიყენებდი ყველა ინსტრუმენტს, რომელიც ვისწავლე ქოუჩინგში და ძალიან საინტერესო გარემო შეიქმნა ჩემ გარშემო. მანამდე, როდესაც თანამშრომელი ან კოლეგა ჩემთან შემოდიოდა, ყოველთვის ვაძლევდი რჩევებს და ვუზიარებდი გამოცდილებას. ქოუჩინგის შესწავლის შემდეგ ვსვამდი მხოლოდ შეკითხვებს, რომ გახსნილიყვნენ და მაქსიმალურად ამოეწიათ საკუთარი პოტენციალი. ასეთი მიდგომით ადამიანები უფრო სწრაფად პოულობდნენ თავიანთ ამოცანებს და აღწევდნენ შედეგებს. ერთმა კოლეგამ მითხრა - ვერ ვხვდებით რა ხდება, მაგრამ ძალიან ხარ შეცვლილიო, მიზეზი იყო ის, რომ „ექსპერტის როლიდან“ გადავედი „ქოუჩი მენეჯერის როლში“. აქვე დავძენ, რომ ქოუჩინგი არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის ადამიანის სულიერი მდგომარეობა, მძლავრი შინაგანი ტრანსფორმაციით, როცა სამყაროსთან, ადამიანებთან საკუთარ თავთან მოდიხარ ბალანსში. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი მომავალი პროფესია მიმეძღვნა ქოუჩინგისთვის. ბიზნესი ავირჩიე სწორედაც იმიტომ, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას ადამიანური ურთიერთობები და უსაფრთხო, უსტრესო გარემოს შექმნა სამუშაო ადგილზე. ვაღიარებ, რომ ეს პრობლემა რეალურად არსებობს.

ვისთვის არის მნიშვნელოვანი ეს კურსი?

ეს კურსი დამწყებთათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და იმ ადამიანებისათვისაც, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი. ხშირად თანამშრომლები კარგ ორგანიზაციაში დაბალ ხელფასზეც რჩებიან და ამ დანაკლისს დამატებითი სამუშაოთი ივსებენ. ზოგჯერ პირიქით ხდება, არაჩვეულებრივი ხელფასი აქვთ, მაგრამ გარემო არ აკმაყოფილებთ და ორგანიზაციიდან მიდიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი დამწყები სპეციალისტებიც ისწავლიდნენ ქოუჩინგურ მეთოდებს, რომ უკეთ გაერკვნენ საკუთარ თავში, ხოლო გამოცდილი მენეჯერები დაიმატებენ უნარებს, თუ როგორ მიუდგენენ ახალ გამოწვევებს, რა კითხვები უნდა დასვან უკუკავშირის გაცემისას „შეცდომაზე მითითებით“,  რომ თანამშრომელმა სტრესი კი არ მიიღოს, არამედ მოტივაცია აუმაღლდეს.

 ეს კურსი არ იქნება მხოლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება და ძველი გამოცდილებების გადახედვა. ეს იქნება, პირველ რიგში, საკუთარ თავზე მუშაობა. კურსი დაიწყება ჯგუფური ქოუჩინგით, ვიმუშავებთ ჩვენს შიშებზე, შინაგან ძალებზე და ენერგიებზე, რომლებიც გვეხმარებიან დაბრკოლებების გადალახვაში. თითოეული მსმენელი ისწავლის ინსტრუმენტებს, როგორ უნდა მართოს უმართავი სიტუაციები. მე როგორც ჯგუფური ქოუჩი, ვიმუშავებ თითოეულ თქვენგანთან, და გასწავლით, თუ როგორ უნდა შეძლოთ ამ ცოდნისა და თქვენი გამოცდილების ერთმანეთთან კომბინაცია და შემდეგ პრაქტიკაში გამოყენება.

 

პროგრამის შესახებ მეტის გასაგებად დარეგისტრირდი

https://forms.gle/iyfH8qpbfJNmQWw96

დაგვირეკე 595 97 97 00