ვერიკო კაპანაძის ქოუჩინგი

ვერა კაპანაძე ახალგაზრდა ქოუჩია, რომელმაც ამ პროფესიაში სულ რაღაც ნახევარი წლის წინ დაიწყო საქმიანობა და უკვე პროფესიად აქცია. რა არის საჭირო იმისთვის რომ გახდე კარგი ქოუჩი? მისი საუბრიდან გავიგე, რომ ემპათიის უნარი, გაგების, თანაგრძნობის ნიჭი არის ის თვისებები კარგ  ქოუჩს რაც პირველ რიგში სჭირდება. ანუ რა გამოდის? იქცე კარგ ქოუჩად, ნიშნავს, პირვლ რიგში იმ ადამიანად იქცე, რომელსაც სხვისი „გულისცემის“ და სულის ამოძახილის სწორად მოსმენა შეუძლია...

როდის დაამთავრეთ ქოუჩინგის სკოლა და რატომ გადაწყვიტეთ ქოუჩი გამხდარიყავით?

ქოუჩინგის სკოლა ამ წლის გაზაფხულზე დავამთავრე. წლებია სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ტრენინგებში აქტიურად ვარ ჩართული როგორც მონაწილე, იქნება ეს ტრენინგები თუ სხვადასხვა კურსები რითიც შეიძლება ადამიანმა ძიების და თვითჩაღრმავების პროცესები გაიაროს. შემდეგ ვიგრძენი, რომ ძალიან მინდოდა ქოუჩი გავმხდარიყავი და გარდა ჩემი სურვილისა, ბევრმა ადამიანმა მირჩია მე თვითონ დამეწყო ხალხის მიღება და სხვა ადამიანების დახმარება. დავინტერესდი ქოუჩინგით, გადავწყვიტე სწავლა.  სწავლის პროცესში დავრწმუნდი რომ ჩემს საქმეს მივაგენი და სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ეხლა უკვე ნელ-ნელა ვცდილობ პროფესიად ვაქციო და უფრო და უფრო აქტიურად ვიმუშავო ადამიანებთან როგორც ქოუჩმა.

რა სიახლეები გაქვთ როგორც ქოუჩს პროფესიული მიმართულებით?

სიახლე ის არის, რომ მუდმივად ვეძებ კიდევ რა შეიძლება ვისწავლო, სად შეიძლება ვისწავლო.. ყოველთვის ვფიქრობ განვითარებაზე, დღემდე ვსწავლობ და ვფიქრობ ეს მუდმივი პროცესია. ამჯერად  ქოუჩინგის ახალი კურსი ავიღე და მისი დასრულების შემდეგ აქედანვე ვეძებ კიდევ რა შეიძლება ვისწავლო რომ უფრო განვვითარდე.

რამდენად მნიშვნელოვანია ქოუჩინგის ცოდნა საკუთარი საქმის წამოსაწყებად და განსავითარებლად?

სხვადასხვა ცოდნასთან, შინაგან ალღოსთან და ინსტინქტებთან ერთად თუ დამატებით ქოუჩინგის მიდგომებიც იცი და თუ განათლება ამ მიმართულებითაც გაქვს მიღებული, ნებისმიერი საქმის წამოწყება და სისრულეში მოყვანა ბევრად უფრო გაგიმარტივდებათ. ქოუჩინგი სრულიად განსხვავებული პროფესიის ადამიანებსაც დაეხმარებათ და მათაც, ვისაც საზოგადოებასთან უწევთ ურთიერთობა, მათ ძალიან ეტყობათ არიან თუ არა ჰარმონიაში საკუთარ თავთან. საკუთარ თავთან ჰარმონია ყველას სჭირდება, რაშიც ქოუჩინგის შესწავლა დაეხმარებათ.

მარტივია თუ არა ამ მიმართულებით დასაქმება?

ქოუჩად დასაქმება რამდენადაც ძალიან მარტივია, იმდენად ძალიან რთულიც შეიძლება იყოს. ეს პროფესია ერთი შეხედვით არ მოითხოვს სასწაულებრივად დიდ დროს და არც სპეციფიკურ უნარებს, თუმცა რაც უფრო ღრმად შედიხარ პროცესში, ხვდები  რომ უნდა გაგაჩნდეს დახმარების სურვილი, ემპათიის უნარი და ძალიან ბევრი ისეთი წვრილმანი დეტალია, რომელიც ორგანულად რომ აქციო, არც თუ ისე მარტივია.

რას ურჩევდით ახალბედა ქოუჩებს?

ვურჩევდი ძალიან ბევრ პრაქტიკას, ოღონდ არ ვგულისხმობ პრაქტიკას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, ვგულისხმობ პრაქტიკას სწორ სეგმენტთან, იმ ადამიანებთან რომელთაც მართლა აქვთ სურვილი თავის ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები განახორციელონ. ასეთ აუდიტორიასთან რაც შეიძლება ბევრი უნდა იმუშაონ და პარალელურად, ახალბედა ქოუჩებმა საკუთარ თავზე მუშაობასაც დიდი დრო უნდა დაუთმონ.

გახდი ქოუჩინგის სკოლის სტუდენტი!

დარეგისტრირდი და გაიგე მეტი 

https://forms.gle/d1TGZNXN5kwniKdCA