თუ შენ, შენი არსებობით სხვის ცხოვრებას უკეთესობისკენ არ ცვლი, ესე იგი შენს ცხოვრებაში რაღაცაა შესაცვლელი...
პროფესიათა ჩამონათვალი ძალზე მრავალფეროვანია და მიუხედავად ამისა, ადამიანებს ხშირად გვიჭირს ჩვენი ნამდვილი საკეთებლის აღმოჩენა. „ნამდვილში“ კი იმ საქმეს ვგულისხმობ, რომლის საკეთებლადაც გავჩნდით ამ დედამიწაზე:)
პროფესიული საქმიანობა მხოლოდ ფინანსურ უზრუნველყოფას თუ გაძლევთ, ეს ნიშნავს რომ თქვენი სხვა - სულიერი, ადამიანური, პიროვნული რეალიზება არ ხდება. როგორ დავადგინოთ რომ ეს ასეა? ძალიან მარტივად:)
დილის გათენება რომ გიხარიათ, იმის გამო, რომ ჩქარა უნდა ადგეთ და თქვენი საქმე აკეთოთ - ეს არის უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ იქ ხართ სადაც უნდა იყოთ და იმას აკეთებთ, რასაც უნდა აკეთებდეთ.
ხშირად საზოგადოებიდან ან ოჯახიდან წამოსული სტერეოტიპები გვიშლის ხელს იმაში, რომ საქმიანობა შევცვალოთ. სტანდარტული ფრაზები : - „რაღა დროს შენი სწავლაა?“, „ეხლა ეგ ვის უნდა?“ , „ამ დროში სამსახურის პოვნა შეუძლებელია“, „ჩვენს ქვყანაში ეს არ მუშაობს“ და ა.შ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფრაზა არის იმ რეალობის ამსახველი, რომელ რეალობაშიც კონკრეტულად ის ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ამ ფრაზებს ავრცელებს:)
ანუ გამოდის, რომ რეალობა შეიძლება იყოს რამდენიმე?
დიახ, სწორედ ასეა:)
გაიხედეთ ქუჩაში. ერთი და იგივე ქუჩაში დადიან ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები და მათი სოციალური სტატუსი, ოჯახური მდგომარეობა, ცხოვრების ხარისხი და თუ გნებავთ მატერიალური შესაძლებლობაც, აბსოლუტურად განსხვავებულია - მაგრამ რეალურია, რომ ერთი მილიონერია და მეორე ღარიბი და ისინი ერთი და იგივე ქუჩაზე დგანან და ერთი და იგივე მზის ქვეშ ცხოვრობენ ამ საქართველოში.
რეალობას თქვენ ქმნით!
თუ ჯერ კიდევ არ გსმენიათ ამის შესახებ ან გსმენიათ, მაგრამ ახლა პირველად გაიაზრეთ, მაშინ მოინიშნეთ კალენდარზე დღევანდელი დღე, როგორც ძალზე მნიშვნელოვანი...
ცხოვრების გზაზე ყველა და ყველაფერი გეხმარებათ მაშინ, როცა თქვენ თქვენს გზას პოულობთ, თქვენს გზას კაფავთ...
გატკეპნილ გზაზე სიარული მარტივია და სასიამოვნო, როცა ეს გზა გაძლევს საშუალებას სადაც გინდა იქ მიხვიდე, მაგრამ თუ გინდა, რომ ეს გზა შენი სახელობის იყოს,
თუ გინდა რომ შენც შექმნა გზა, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას გაუმარტივებს, მაშინ აღმოაჩინე შენი მისია და აღასრულე იგი!
თუ შენ შენი არსებობით სხვის ცხოვრებას უკეთესობისკენ არ ცვლი, ესე იგი შენს ცხოვრებაში რაღაც არის შესაცვლელი:)
ხათუნა მუზაშვილი
პ.ს.
ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის სასწავლო პროგრამა „ქოუჩინგის სკოლა“ დარეგისტრირდი და გაიგე მეტი https://forms.gle/d1TGZNXN5kwniKdCA