თვითშეფასების მასტერკლასი

დაბალი თვითშეფასება - ეს ის  „შხამია“, რომელსაც შეუძლია გააფუჭოს ყველაფერი საუკეთესო, გაამკრთალოს დღესასწაული, გააუფერულოს ლამაზი ფერები და არ შეგარგოთ ცხოვრება.

თვითშეფასება - ეს არის ადამიანების 90% პრობლემა.ამ პრობლემის არსს კიდევ უფრო აღრმავებს ის ფაქტი, რომ ადამიანები მას სერიოზულად არ აღიქვამენ და შესაბამისად არც კავდებიან მისი გადაჭრით...

ძალიან კარგად მახსოვს, ერთხელ მოსკოვში ჩემი საოცნებო პროექტი წარვადგინე და მომიწონეს. დამიბარეს და დაიწყო დეტალების  დახვეწის პროცესი. იცით რა ჩავიდინე? ტელეფონის სიმი ამოვიღე და გადავაგდე, რომ აღარასოდეს დაერეკათ.  რატომ?

იმიტომ რომ იმდენად მაკომპლექსებდა მდიდრული გარემო, ლაღად მოსაუბრე ადამიანები, მათი მანქანები და კარგი ტანისამოსი, რომ მეგონა პატარა და უსუსური ვხდებოთ მათ გვერდით. სულ მეგონა, რომ ყოველი შემდეგი მისვლა მათ ოფისში, ჩემი კრახით დასრულდებოდა...

კიდევ იმიტომ, რომ თუ თვითშეფასება დაბალია, ჩენ არ ვთვლით, რომ რაიმე კარგს ვიმსახურებთ და რომც მოხდეს რაიმე სასურველი, ვცდილობთ თავად ჩავშალოთ...

აგრეთვე მახსენდება ერთი ქეისი ჩემი პრაქტიკიდან, როდესაც ახალგაზრდა გოგომ თავისი ოცნების მამაკაცისაგან მიიღო პაემანზე პოპატიჟება და სამუდამოდ დაბლოკა იგი, რადგან წინასწარ ეშინოდა, რომ მიატოვებდა....

თვითსეფასების მასტერკლასზე იქნება:

. საკუთარი თავის გაცნობიერება,

. თვითშეფასების სისტემის გაცნობიერება,

. საკუთარი თავის ადეკვატური შეფასების სისტემის შემუშავება,

. მუშაობა ბავშვობის დროინდელ ტრავმებზე,

. თვითშეფასების ამაღლება და შემდგომი დავალებები სტაბილურად მაღალი თითშეფასების მოსაპოვებლად.

ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიას, აგრეთვე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

28-29 ნოემბერი / დასაწყისი 17:00 საათი/ საფასური 50 ლარი. ტრენინგზე რეგისტრაცია   https://forms.gle/u1BDEdV2KiJnsZbj8

ტელეფონი 593 94 50 08