მე ვარ ვერიკო კაპანაძე, 30 წლის, პროფესიით ბიზნესის ადმინისტრატორი, მარკეტოლოგი, სამუშაო გამოცდილებაც სწორედ ამ მიმართულებით მაქვს.

სამსახურის პარალელურად მუდმივად ვარ დაინტერესებული ადამიანის პიროვნული განვითარების თემებით, ვესწრები სხვადასხვა სახის ტრენინგებს და ჩართული ვარ არაფორმალური განათლების სფეროში როგორც მონაწილე. იმ გამოცდილებამ რომელიც მივიღე, მონაწილის ამპლუაში, გადამაწყვეტინა მეტად გავრკვეულიყავი ადამიანის პოტენციალში და მიზნების მიღწევის სხვადასხვა საშუალებებში, ძიების პროცესმა კი ქოუჩინგამდე მიმიყვანა.

ქოუჩინგი არის საშუალება უკეთ დაგეგმოს ქოუჩმა თავისი საკუთარი მიზნები და სურვილები აქციოს რეალობად, ამავდროულად დაეხმაროს სხვა ადამიანებს იგვე გზა გაიარონ მარტივად და მათ პოტენციალს მისცეს გამოვლინების საშუალება.

ქოუჩინგის სკოლის ფარგლებში 6 თვის მანძილზე სხვადასხვა მოდულებთან ერთად შევისწავლე ქოუჩინგი, გვქონდა პრაქტიკული სამუშაოები, რომლის წყალობით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რაოდენ საინტერესოა ამ მიმართულებით მუშაობა. მომავალში ვაპირებ კიდევ უფრო განვითარდე ამ კუთხით, გავაგრძელო სწავლა, აქტიური პრაქტიკები და ვიმუშაო როგორც ქოუჩმა.

✌????გაიგე მეტი ქოუჩინგის სკოლაზე: https://bit.ly/3sFdB27
დარეგისტრირდი: https://forms.gle/zoe1j1pCK5Xo6uA76