ტრენინგი

„ ...ძალიან დამეძაბა ურთიერთობები ოჯახის წვრებთან. ფაქტიურად არ ველაპარაკებოდი დედაჩემს და ზოგადად ვიყავი ძალიან დათრგუნული. მქონდა კითხვები და ვერ ვპოულობდი პასუხს. ძალიან რთულია, როცა გიყვარს შენი ოჯახის წევრები და ამავდროულად არ იცი, ერთმანეთს როგორ უნდა გაუგოთ..

✅მშობლებისა და შვილების ურთიერთობის თემაზე ტრენინგის გავლა გადავწყვიტე, მქონდა ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი რომ დავალაგებდი ურთიერთობებს, გავიგებდი რატო მივედი“ აქამდე „ და აგრეთვე მინდოდა ცოდნის გაღრმავებაც, რაც ვფიქრობ არასოდეს არის ზედმეტი, მითუმეტეს ჩემი პროფესიის ადამიანისთვის - პედიატრი გახლავართ.

✅ტრენინგი იყო საოცარი, იმან რაც რეალურად მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სულ ვფიქრობდი, რომ რამდენიმე დღეში როგორ შეიძლებოდა ამდენ კითხვაზე ერთიანად პასუხი მიმეღო? მაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. პირველივე დღეს, როცა სახლში მოვედი დედაჩემს გადავეხვიე და ეს იყო სრულიად გულწრფელი ქმედება ჩემი მხრიდან. გააზრებულად ვიცოდი უკვე რა და რატომ, რადგან ამომწურავად მივიღე ყველა ჩემს კითხვაზე პასუხი.

✅მე დღესაც მეხმარება ეს ტრენინგი ადამიანებთან ურთიერთობის დალაგებაში, რადგან გააზრებულად დავიწყე ცხოვრება...ამ ტრენინგმა გააღვიძა ჩემში ის პატარა 7 წლის გოგო (ჩემს თავს ვგულისხმობ ) რომელიც ყოველთვის ჩემთან არის და სულ სხვა მუხტი და სიხარული მოაქვს ჩემთვის.

✅ტრენინგის გავლას პირველ რიგში ვურჩევდი ყველას, ვისაც რაიმე სახის პრობლემები გააჩნია თავის მშობლებთან ან შვილებთან. აგრეთვე ვურჩევდი ზოგადად ყველას, რადგან უკეთ გაიცნობთ ადამიანის ტიპებს რაც დაგეხმარებათ ურთიერთობებში მეტად ლაღები და გულწრფელები იყოთ “

ტრენინგზე ჩაწერა - ☎️593 94 50 08