...ყველაფერი ხდება ჩვენთვის და არა ჩენს თავს....
მე ვარ ნატალია ზაუტაშვილი,პროფესიით დიპლომატი და დიზაინერი.ამჟამად ვმოღვაწეობ კერძო სექტორში,ასევე მუდმივად ვესწრებოდი სხვადასხვა ტრეინიგებს და ვზუნავდი პიროვნულ განვითარებაზე.
როგორ მოვხვდი ქოუჩინგის სკოლაში?? ყოველთვის ვგრძნობდი რომ რაღაც მაკლდა შინაგანი ჰარმონიისთვის და სულ ამ ჰარმონიის ძიებაში ვიყავი როდესაც ჩემს ცხივრებაში ერთ ერთი რთული პერიოდი დაიწყო და ცხოვრება თითქოს გაჩერდა და წინ აღარ მიდიოდა, მივხვდი რომ ცვლილებების და საკუთარი თავის ტრანსფორმაციის დრო იყო და საკუთარი თავის პოვნის უდიდესმა სურვილმა მომიყვანა ქოუჩინგის სკოლაში.
ვიპოვე  ის, რასაც მთელი ცხოვრება ქვეცნობიერად ვეძებდი, დავიბრუნე საკუთარი თავის რწმენა, ვისწავლე რომ არ არსებობს გადაუჭრელი გამოწვევები, რომ ყველა ადამიანს გვაქვს ულევი რესურსი და შესაძლებლობები რომ ჩვენი ოცნებები ავიხდინოთ, შევქმნათ ის სამყარო სადაც გვსურს ცხოვრება, გავაღვიძოთ ჩვენში მიძინებული პოტენციალი და ცხოვრების პოზიტიური ხედვა.
მომავალში ვგეგმავ რომ ამ ცოდნით დავეხმარო ადამიანებს შექმნან წარმატებული მომავალი, აღმოაჩინონ რომ ისინი უნიკალურები არიან და ყველა რესურსი, თვისება და უნარი შესწევთ რომ მიაღწიონ დასახულ მიზნებს, იპოვონ შინაგანი ჰარმონია და ირწმუნონ საკუთარი თავის და შესაძლებლობების, დაინახონ რომ სამყაროში ყველაფერი ხდება ჩვენთვის და არა ჩვენს თავს და ყველა
ადამიანი თვითონ წერს მის ბედნიერ ცხოვრებას.
ასევე ვგეგმავ ჩავატარო სასარგებლო სამოტივაციო ტრეინინგები ამ მიმართულებით და ვიყო თანაზიარი ადამიანების სიხარულის მათი ცხოვრების წარმატების გზაზე. უღრმესი მადლობა ქ.ხათუნას და მის საოცრად პროფესიონალ და პოზიტიურ გუნდს ამ საოცარი შესაძლებლობისთვის