...მე ვიპოვე ჩემი გზა და მისია!

მე ვარ სოფიო შანშაშვილი... დავამთავრე სოც.მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტი ტურიზმის განხრით. 7წელი ვიმუშავე საფინანსო ორგანიზაციებში..დღეს კი ვარ სრულიად ახალ სამყაროში - ქოუჩინგში .. უბრალოდ მდიდარი ადამიანივარ, რადგან მყავს საუკეთესო ოჯახი,

მეგობრები და  ის ძვირფასი ადამიანები, რომლებიც მაბედნიერებენ..

რატომ მოვედი ქოუჩინგის სკოლაში? ქოუჩინგის სკოლაში საკუთარი თავის საპოვნელად მოვედი..ვფიქრობ,ცხოვრებაში ყველას გვაქვს მომენტი, როცა ბევრს ვფიქრობთ ვინ ვართ, რატომ ვართ და რაგვინდა?

ცხოვრება ყოველთვის გვიგზავნის მძიმე პერიოდებს, რომ რაც შეიძლება ბევრი ვიფიქროთ ჩვენს ცხოვრებაზე...მთავარია ამ სირთულეს როგორ გადავლახავთ და რას ვისწავლით მისგან, რა გამოცდილებას წამოვიღებთ ..

ქოუჩინგი რომ არა, ვფიქრობ დავიკარგებოდი ამ სამყაროში და ვერასოდეს ვიპოვნიდი ჩემს საყვარელ საქმეს... მინდოდა რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე ყველა კითხვაზე მიმეღო პასუხი... ქოუჩინგიც ხომ ესაა, კითხვები, კითხვები და უეცრად წამოსული გაცნობიერებული პასუხები... ქოუჩინგი მუდმივი განვითარება და პიროვნული ზრდაა.

რა მივიღე ქოუჩინგის სკოლიდან? ამ სკოლისგან ბევრი რამ მივიღე...ძალიან ბევრი ძვირფასი ადამიანი შევიძინე...გავიცანი უძვირფასესი ლექტორები, რომლებმაც ცხოვრება რეალური თვალით დამანახეს, რომელსაც მე სხვა თვალით ვხედავდი..,მათგან ბევრი ვისწავლე და უდიდესი ადგილი დაიკავეს ჩემს ცხოვრებაში...ეს მხოლოდ სკოლა და სასწავლო პროგრამა არაა, აქ დიდი ოჯახია პროფესიონალებისგან შემდგარი...აქ არავინ გაძლევს შენიშვნას და მიგითითებს შეცდომებზე, აქ მხოლოდ ზრდა, განვითარება, სითბო და სიყვარულია...

ქოუჩინგის გარდა სხვა მოდულებიც ისწავლება, რაც ქოუჩს ცნობიერების ამაღლებაში ეხმარება. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას უდიდეს მადლობას ვუხდი თავიანთი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისთვის..

და ბოლოს, მე ვიპოვე საკუთარი თავი!

ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება მხდის ბედნიერს.ვიპოვე ჩემი ნამდვილი საქმე, შევიძინე ჩემი ნამდვილი პროფესია!

რას ვაპირებ? ძალიან ბევრი იდეა, ხედვა და გეგმა მაქვს, რომელიც დროდადრო განცხორციელდება! ჩემი მიზანია, აწმყოში დაკარგულ ადამიანებს ვაპოვნინო საკუთარი თავი და მომავლისკენ მიმავალი გზა გავუკვალო...

7წელი ადამიანებს ვემსახურებოდი (საფინანსო ორგანიზაციაში) და რადგან ეს მე სიამოვნებას მანიჭებდა, ვფიქრობდი რომ სწორ ადგილას ვიყავი..,თუმცა,ახლა ვიცი, ადამიანებს როგორ უნდა დავეხმარო...ესაა ქოუჩინიგი, ასე მაპოვნინა ჩემი თავი,ჩემი მისია და მიზანი..