...თუ ერთხელ მაინც გითქვამს ბავშვისთვის -

…ჩვენს დროში ამა თუ იმ დაავადებასთან დაკავშირებით, ხშირად ვისმენთ ფრაზას „ფსიქოსომატიკურია!“  

ეს ფრაზა ძირითადად ასახავს სიტუაციას, როცა პაციენტი თავს „ცუდად“ გრძნობს, თუმცა კვლევებისა და ექიმთან კონსულტაციის შედეგად ირკვევა, რომ იგი აბსოლიტურად ჯანმრთელია. ამ შემთხვევაში, ცალკეული სიმბტომების მკურნალობას არანაირი აზრი არ აქვს, თუ არ იქნა „ნამკურნალები“ შინაგანი  მდგომარეობა და ფიქრები.

დიახ, თავის და ზურგის ტკივილები, კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლა, სახის კანის სავალალო მდგომარეობა, ქრონიკული ჰაიმორიტი, თავბრუს ხვავა, სისუსტე და ა.შ. შესაძლებელია მხოლოდ იმით იქნეს  „განუკურნებული“ , რომ თქვენ გაერკვევით საკუთარ თავში, შეძლებთ აპატიოთ ადამიანებს, განთავისუფლდებით ბოღმისაგან და შეწყვეტთ წუწუნს.

არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა მხოლოდ ეს არ კმარა და სიტუაცია სერიოზულ მედიკამენტოზურ თუ სხვა სახის მკურნალობას საჭიროებს, თუმცა... ფსიქოლოგიური მიზეზების აღმოფხვრის გარეშე, მკურნალობის ეფექტი ხშირად  დროებით ხასიათს ატარებს, რადგან მიჩნეულია, რომ დაავადებების 94 % ფსიქოსომატიკურია. 

ვისაც შვილები გყავთ, ალბათ არა ერთხელ გითქვამთ ბავშვისთვის -„ გაჩუმდი!“ , „ნუ მეპასუხები!“, „არ მაინტერესებს, ასე არ უნდა მოქცეულიყავი!“ და ა.შ. თუმცა დარწმუნებული ვარ უმრავლესობამ არ იცის, რომ მსგავსი სიტუაცია, როცა პატარას დაგროვილი ემოციის გამოთქმის საშუალებას არ ვაძლევთ, ხშირად ანგინად ან  რესპირატორული გზების მწვავე ანთებად ყალიბდება.  აგრეთვე ცნობილია, რომ ონკოლოგიური დაავადებების ფსიქოლოგიურ მიზეზად პატიების უნარის არ ქონაა მიჩნეული.

???? უძილობა - შიში. უნდობლობა ცხოვრებაში ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესებისადმი.

???? ვირუსული დაავადებები და ინფექციები - ცხოვრებაში სიხარულის არ ქონა. ცხოვრების სიმწარის განცდა.

????გრიპი, რესპირატორული დაავადებები - გარემოს ნეგატიური ზეგავენა. უმრავლესობაში მიღებული ნეგატიური რწმუნებულებების გაზიარება. შიში.

????ხერხემლის მალათაშორისი თიაქარი - განცდა, რომ ცხოვრებაში დაკარგეთ საყრდენი.

????დეპრესია - ბრაზი, რომლის განცდის უფლებაც თქვენი აზრით არ გაქვთ. სასოწარკვეთა.

????დიაბეტი - დარდი იმაზე, რაც ვერ აისრულეთ. გარემოს კონტროლის მოთხოვნილება. დიდი დარდის განცდა. ცხოვრებაში სასიამოავნო განცდების არ ქონა.

როგორც ხედავთ სამყაროში ყველაფერი მჭიდროდ არის დაკავშირებული და მაშინ, როცა თქვენ ახერხებთ „არ აყვეთ ნეგატივს“, აპატიოთ, დაუთმოთ, არ მიიტანოთ გულთან ახლოს  და ა.შ. ეს ხშირად თქვენი თავდაცვის ინსტიქტის გამოვლინებაა...

გულის ყურით მოუსმინეთ საკუთარ თავს და ფიქრებს,

განსხვავებული მხრიდან შეხედეთ საკუთარ თავს და ახლავე, ამ წუთიდან დაიწყეთ თქვენი ფიქრების და განცდების შეცვლა, რათა ხვალ და ზეგ შეინარჩუნოთ და უკეთესობისაკენ შეცვალოთ თქვენი ჯანმრთელობა.

 ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი.