დაუჯერეთ წარმატებულ ქალებს

ვინ იქნებოდა პირველი მილიარდელი ავტორი თუ არა ქალი, XXI საუკუნე ხომ ქალების საუკუნეა! ჯოან როულინგი ჟურნალ ფორბს მალევე გამოესარჩლა აღნიშნული „სტატუსის“ მინიჭების გამო, რადგან შემოსავლების დიდი ნაწილით ღარიბებს დაეხმარა და მილიარდელი აღარ ეთქმოდა. მიუხედავად ამისა, 2020 მდგომარეობით ის არის რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ავტორი მსოფლიოში. რიგით მეორე? აბა პირველი ვინ არის? რა თქმა უნდა ქალი! ელიზაბეთ ბადინტერზე $1.3 მილიარდად შეფასებული ქონებით მოგვიანებით ვისაუბროთ.

დიდ ბრიტანეთში, სადაც ინგლისელებს დედოფალი ელისაბედ II უინძორი ყავთ, ჯოან როულინგი 2010 წელს ყველაზე გავლენიან ქალბატონად არის დასახელებული. ჰარი პოტერის სერიის შვიდი ბესტსელერი წიგნით და შემდეგ რვა კინოადაპტაციით მოტანილ წარმატებას წინ ცხოვრების რთული მონაკვეთი უძღვოდა, მაგრამ „ფსკერი ჩემთვის სწორედ იმ მყარ საძირკვლად იქცა, რომელზეც ხელახლა ავაგე ჩემი ცხოვრება... როცა ყველაფერი დავკარგე, სწორედ მაშინ მოვიპოვე თავისუფლება“. ამიტომ, ძვირფასო მეგობრებო, თუ თვლით, რომ ახლა თქვენი ცხოვრების ფსკერზე ხართ, ზღვის ვარსკვლავებს ნუ კი დაუწყებთ თვლას, არამედ წყლიდან ამოდით და ციდან მოწყვიტეთ თქვენი ვარსკვლავები!

დეპრესია, პირად ცხოვრებაში შექმნილი სირთულეები, ეჭვები, რომ მისი საქმიანობა წარმატებას ვერ მოუტანდა და 12 გამომცემლობისგან მიღებული უარი ჰარი პოტერიის სერიის პირველი წიგნის დაბეჭდვაზე, მოკლედ იმის მიზეზებს რა გამოლევდა, რომ ჯოანი მთელი ცხოვრება რიგითი ოფისის მუშაკი ყოფილიყო, რომელიც შესვენებებზე წერით თავს გაირთობდა, მაგრამ „შენ ყოველთვის იფიქრებ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუკი ამისთვის საკმარისი მოთმინება გაქვს.“

გთავაზობთ რამდენიმე რჩეულ ციტატას ჯოანასგან:

  • ➊ როგორ მოვიპოვე თავდაჯერებულობა? შევწყვიტე ფარისევლობა, ვიღაცად თავის მოჩვენება და მთელი ენერგია მივმართე იმ ერთადერთის გასაკეთებლად, რომელსაც ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა.
  • ➋ ჩვენს შესაძლებლობებზე გაცილებით უკეთ ჩვენი არჩევანი აჩვენებს თუ ვინ ვართ სინამდვილეში.
  • ➌ წარმატება არის უნარი გაუძლო მარცხს ან გამოიყენო მარცხი უფრო დიდი წარმატებისთვის.
  • ➍ ყოველი გამოგონებისა და ინოვაციის საფუძველი წარმოსახვაა.
  • ➎ ჩვენ არ გვჭირდება ჯადოქრობა იმისათვის, რომ მსოფლიო შევცვალოთ. ამის ძალა ყოველ ჩვენთაგანშია დამალული. ჩაუღრმავდით საკუთარ თავებს და აუცილებლად აღმოაჩენთ მას.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ დაწყებულია რეგისტრაცია ტრენინგ-სემინარზე „ქალთა კურსი“, რომელიც თვითშეფასების ამაღლებაში და საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოსვლაში დაგეხმარებათ.

ℹ️ გაიგეთ მეტი: https://bit.ly/2WTJx54

↦ დარეგისტრირდით: https://bit.ly/2Zy8jtg

☎ დაგვირეკეთ: 593 94 50 08