...იქნებ გინდა სამუდამოდ გაისტუმრო ვალები?..

 

არის ცხოვრებაში პერიოდები, როცა  მნიშვნელოვანია სწორი არჩევანი,

ანუ როცა რაღაც გაქვთ გადასაწყვეტი და განსახორციელებელი, იქნებ გინდა ერთხელ და სამუდამოდ გაისტუმრო ვალები, ან გამდიდრდე ან ოჯახი შექმნა?

როცა ამ გადაწყვეტილებაზე ან ქმედებაზეა დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ ცხოვრებაში....

თუ თქვენს ცხოვრებაში ეს პერიოდია, მაშინ სტრატეგია და გეგმა გჭირდებათ....

სწორად გაწერილი სამოქმედო გეგმა, ნახევარი საქმის გაკეთებას უდრის...გეგმის გაწერისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ:

1.თქვენი ცხოვრება, მხოლოდ ერთი ან ორი ასრულებული მიზნისაგან არ შედგება - თქვენ გაქვთ უამრავი ცხოვრების სფერო, მათ შორის დასვენება, გართობა, იმიჯი, თავის მოვლა, მოგზაურობა და ა.შ. მნიშვნელოვანია ყველა ეს სფეროც გაითვალისწინოთ, რათა ცხოვრებას გემო ჩაატანოთ და არა დაიღალოთ საოცნებო მიზნის ასრულების მიუხედავად.

2.გეგმის განუყრელი ნაწილია, იმ ადამიანების ჩამონათვალი, რომლებსაც შეძლებთ თხოვნით მომართოთ დახმარების საჭიროების შემთხვევაში. ყველაფრის საკუთარ თავზე აღება და მარტო ზიდვა, უნდობლობის ან რომელიმე სხვა კომპლექსს შეიძლება უკავშირდებოდეს და საქმეს დადებითად არ წაადგება.

3.აუცილებელია ვიცოდეთ, რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი - ანუ ეგრე წოდებული „რისკების განსაზღვრა“ და განეიტრალება. ეს წარმატების გარანტიის მაგვარი საშვია;) თუ თქვენ აღმოფხვრით წაგების ყველა შანსს, გამარჯვება აუცილებლად იქნება.

4.მიზნისაკენ მიმავალ გზაზე, დგება პერიოდები, როცა არ იცით საით წახვიდეთ და რა გააკეთოთ, ასეთი შემთხვევებისათვის კარგი იქნება წინასწარ გქონდეთ განსაზღვრული გარკვეული „ილეთები“, რომელიც „გაყინული  წერტილიდან“ დაძვრაში დაგეხმარებათ;

5.თვალწინ წარმოსახვით ნათლად უნდა ხედავდე საკუთარი წარმატების სცენარს და არა გასავლელ გზებს და განსახორციელებელ მოქმედებებს...ანუ წარმატების სცენარი გჭირდებათ...თანაც ამბიციური. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი გეგმის ნახევარიც რომ რეალიზდეს, ეს უკვე სამჯერ მეტი უნდა იყოს იმაზე, რაც ახლა გაქვთ. ამ საკითხს საფუძვლიანად უნდა გაანალიზება და გათვლა.

6.გეგმა არც იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ შეგაშინოთ და არც იმდენად პატარა, რომ მოტივაცია დაგიკარგოთ. იპოვეთ ეს ოქროს შუალედი. აგრეთვე მნიშვნელოვანია გინდოდეთ ის, რაც მართლა გინდათ და არა ის, რაც სხვებს რომ აქვთ, თქვენც იმიტომ მოგინდათ.

7.შეარჩიეთ დასაწყებად სწორი დრო...როგორც ვიცით ადამიანების უმრავლესობა ახალ საქმეებს ყოველი ორშაბათიდან იწყებს, მაგრამ შემდეგ იშვიათად აგრძელებს....დასაწყისი უმობესია დაუკავშიროთ რაიმე დღესასწაულს ან სულაც ახალ წელს - ალბათ უკვე იცით, რომ კვლევების შედეგად არის დამტკიცებული, რომ საახალწლო სურვილები და გეგმები, სხვა გეგმებზე 70 % უფრო ხშირად  სრულდება.

 თუ მზად ხართ მიიღოთ პროფესიონალური დახმარება თემაზე „წარმატების გეგმა 2020“, გეპატიჟებით ფსიქოლოგიურ ტრენინგ სემინარზე, რომელიც 22 დეკემბერს სწორედ შენთვის ჩატარდება . ტრენინგის აღწერილობა იხილ აქ http://bit.ly/2PckXbL

და თუ ამ ყოველივეს დამოუკიდებლად აპირებ, უდიდესი წარმატება მინდა გისურვო. არაფერმა შეგაშინოს, გახსოვდეს რომ ყველაფერი მხოლოდ შენს სურვილზეა დამოკიდებული. შენ ამას აუცილებლად შეძლებ.

                                ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი.