ყველა პრობლემა დაძლევადია...

 

ყველა პრობლემა დაძლევადია და მათი დაძლევის საკმაოდ კონკრეტული გზები არსებობს...

...თბილისში უკვე 16 წელია არსებობს ადგილი, სადაც ადამიანებს საკუთარი პრობლემების დაძლევას ასწავლიან და ამ ცოდნის გათავისებაში ეხმარებიან. აქ სხეულის კორექცია და თვითშეფასების ამაღლება, კომპლექსებისაგან გათავისუფლება და დაავადებების დაძლევა, შიშებთან გამკლავება და საკუთარი თავის მართვის შესწავლა  ერთ სივრცეში მიმდინარეობს. კითხვებს ცენტრის დამფუძნებელი და ნორბეკოვის სისტემის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი პასუხობს.

     

მოგესალმებით ხათუნა, თქვენი ცენტრის და ტრენინგების შესახებ გავიგე გოგოსგან, რომელიც ამბობს რომ თქვენთან სიარულის შემდეგ შრამი გაუქრა. რამდენად ადასტურებთ ამ ინფორმაციას და როგორ ხდება შრამების გაქრობა?

პირველ რიგში გეტყვით, რომ ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილად შრამების გაქრობა - მთლად სწორი ფორმულირება არ არის :) 

„ ფსიქოსომატური  თვითრეგულაციის სისტემა“ - ასე ჰქვია მეთოდს, რომლის შემქმნელი გახლავთ  მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი მეცნიერი მ.ს.ნორბეკოვი. სწორედ ამ მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანმა საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად, უამრავი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა მოაგვაროს, თუმცა კონკრეტულად შრამების „გაქრობა“, ეს ორგანიზმში მიმდინარე  აღმდგენი პროცესების ანუ რეგენერაციის შედეგია, რაც  საკუთარ თავზე მუშაობის პარალელურად მიმდინარეობს.

ყველანაირი შრამის გაქრობაა შესაძლებელი?

ძირითადად როდესაც ამ გამაჯანსაღებელ ტრენინგ-სემინარს ვიწყებთ, საშინაო დავალების სახით ვთხოვთ დამსწრეებს სანტიმეტრებში დააფიქსირონ თავიანთი პირველადი პარამეტრები: - სიმაღლე, სხეულის გარშემოწერილობები ( წელი, მკერდი,თეძო), ნაწიბურები ანუ ეგრედ წოდებული „შრამები“ და ღრმა ნაოჭები. შემდეგ ყოველდღიურად ხდება ზომების გადამოწმება და ადამიანები თავისი  თვალით ხედავენ, როგორ იცვლება მათი სხეული მაშინ, როდესაც ისინი ცვლიან მიდგომებს,  ფიქრებს, თავისუფლდებიან წყენებისა და ნეგატივისაგან....

რამდენად ხშირია ამგვარი ცვლილებები და რამდენ ხანში დგება შედეგი?

ცვლილებები ტრენინგის მეორე დღიდან ეწყება ტრენინგის თითოეულ მონაწილეს და შედეგი რომ არ მიეღოს, ასეთი ჯერ არავინ გვყოლია. 16 წლიანი პრაქტიკა მაქვს მე პირადად და ნორბეკოვის სისტემა 50 წელზე მეტია უკვე არსებობს.

ეს ტრენინგი მხოლოდ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული?

ტრენინგის სახელწოდებიდან „პირველი გამაჯანსაღებელი“ ნათელია, რომ ჯანმრთელობას, მის აღდგენას და შენარჩუნებას ტრენინგის უმეტესი დრო ეთმობა, თუმცა თავად ჯანმრთელობა, გაცილებით ფართოდ განიხილება, ვიდრე ჩვენ გვიფიქრია. მაგ: ემოციები და მათი მართვა, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობები და მათი დარეგულირება, თვითრეალიზება, მიზნების ქონა და  სწორად დასახვა, შეხედულებები გარშემომყოფებზე და თვიშეფასება - ეს ყოველივე ჯანმრთელობა არ არის, თუმცა ამ საკითხების მოუგვარებლობა ჯანმრთელობაზე ნამდვილად აისახება.

ამიტომ ჩვენ ვეხებით ყველა იმ საკითხს, რამაც შეიძლება გავლენა ჯანმრთელობაზე იქონიოს- ანუ ჩვენ ვეხებით ფაქტობრივად  ყველა იმ პროცესს,  რომელიც  ჩვენს შინაგან სამყაროში მიმდინარეობს და რაც ჩვენს გარშემო ხდება, ხოლო ჯანმრთელობის აღდგენა - გაუმჯობესება  ამ პროცესის დადებითი გვერდითი მოვლენა გახლავთ.

რამდენადაა შესაძლებელი რთული დაავადებების დაძლევა ამ მეთოდის მეშვეობით?

ამ მეთოდს 10 000 000 მეტი გამოჯანმრთელებული ადამიანი ჰყავს მთელს მსოფლიოში. სისტემა და ნორბეკოვის წიგნები ნათარგმნია თითქმის ყველა ენაზე და ყველა ქვეყანაში ტარდება ტრენინგები. რაც შეეხება რთულ დაავადებებს - მათი დაძლევის არაერთი პრეცენდენტი გვინახავს, თუმცა ნორბეკოვის სისტემა სამკურნალო არ არის, მას შეუძლია გააათმაგოს მიმდინარე მკურნალობის შედეგები, გვასწავლოს ორგანიზმის განუსაზღვრელი პოტენციალის გამოყენება, მოგვცეს მოტივაცია სიძნელეების დასაძლევად. თავად ნორბეკოვიც ეგრედ წოდებული „უკურნებელი დაავადების“ დაძლევის შედეგად გახდა ის, ვინც არის დღეს და სწორედ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნა სისტემა, რომელიც მრავალი წელია ეფექტურად მუშაობს.

ვინ არიან ტრენინგის დამსწრეები?

ტრენინგს ესწრებიან სრულიად განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანები  და მათი მიზნებიც ხშირად პოლარულად განსხვავებულია -

ვისაც უნდა ჯანმრთელობის გაუმჯობესება,

საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოსვლა,

დეპრესიული და ნევროზული მდგომარეობების მართვის სწავლა,

საკუთარი თავის ფლობა,

თვითშეფასების ამაღლება,

ამბიციური მიზნებისათვის ნებისყოფის და თვითმოტივაციის განმტკიცება,

შიშებისა და კომპლექსებისაგან გათავისუფლება და ა.შ.

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ თუნდაც ჯანმრთელობის ან რაიმე სხვა სფეროში და სასოწარკვეთილებაში არიან?

მე ვურჩევდი კი არა და მოვუწოდებ არ დანებდნენ!

ყველაფერი დაძლევადია, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხშირად ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ არასწორი რაკურსით მივდივართ ცხოვრებაში. არც რაიმე პრობლემა ჩნდება შემთხვევით ... უამრავი წიგნი, ვიდეო და დოკუმენტური ფილმი არსებობს, რომელიც ასახავს ადამიანთა გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის ისტორიებს და გამოცდილებას. პირველ რიგში ვურჩევ ამ ისტორიებს გაეცნონ და ნახონ რომ მარტო არ არიან... პრობლემები ყველას აქვს და პრობლემებიდან გამოსვლის ძალიან კონკრეტული გზებიც არსებობს.

 
ესაუბრა ლიკა ლიჩელი.