ქოუჩინგი როგორც პროფესია და სად შეიძლება გამოვიყენოთ?

რას ნიშნავს ქოუჩინგი როგორც პროფესია და სად შეიძლება გამოვიყენოთ?

როგორც უმრავლესობისათვის ცნობილია, ბოლო ხანებში ძალიან ინტესნსიურად ისმის სიტყვები „ქოუჩი“, „მენტორი“, „ბიზნეს ტრენერი“, „სამოტივაციო სპიკერი“....

ქოუჩინგზე მინდა გესაუბროთ - რომელიც ვიღაცისათვის დამატებით პროფესიაა,

ვიღაცისთვის პროფესიის დანამატი და ადამიანების უმრავლესობისათვის კი საკუთარი მიზნების მიღწევის ეფექტური საშუალება.

ჩვენი ტრენინგ - ცენტრის ფარგლებში შეგვიძლია შეგვიძლია ქოუჩნგის შესწავლის 2 პროგრამა შემოგთავაზოთ, თუმცა ახლა მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ სად შეიძლება ამ ცოდნის გამოყენება:

პირადი მოხმარება - ქოუჩინგის სკოლაში არსებული ლექციები და ცოდნა, პირველ რიგში თავად მას ეხმარება, ვინც სწავლობს სხვას როგორ დაეხმაროს. არსებობს ასეთი ტერმინი „თვითქოუჩინგი“, რომელიც ინტენსიურად გამოიყენება როგორც მიდგომა საკუთარი თავისადმი და თვითმოტივირების საშუალება პირადი მიზნების მისაღწევად.

ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად -  ერთი შეხედვით ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთბას თითქოს და რად უნდა სწავლა.? .... თუმცა ....მინდა გითხრათ რომ ადამიანის ფსიქოლოგიური პრობლემების დიდი ნაწილი სწორედ ამ უკანასკნელის არ ცოდნით იწყება და მინდა გითხრათ, რომ მალევე გვარდება, როცა ჩვენ გარკვეულ ცოდნას ვიძენთ  და მის პრაქტიკაში გამოყენებას ვიწყებთ.

საკუთარი ბიზნესის ( საქმის) სამართავად - მოგეხსენებათ კორპორატიული ქოუჩნგი მოწინავე ქვეყნებში ისეთივე გავრცელებული და მოთხოვნადი პროფესიაა, როგორც პირველადი აუცილებლობის საგნები. მე არ მეგულება არც ერთი ევროპული ბრენდი, რომლის სახელიც თქვენ გაგახსენდებათ და რომელიც კორპორატიული ქოუჩინგის გამოყენების გარეშე მუშაობს.

საკუთარი ბიზნესის დამატებით სერვისად - თუ თქვენ გაქვთ გამაჯანსაღებელი ცენტრი, ტრენინგ ცენტრი, სამასაჟე კაბინეტი ან რაიმე მსგავსი მომსახურება, „ქოუჩინგის კაბინეტი“ ჰარმინიულად  ჩაჯდება თქვენი  ბიზნესის პროდუქტების ჩამონათვალში და მეტად ეფექტურსაც გახდის თქვენს მუშაობას კლიენტებთან.

პროფესიის დანამატად - თუ თქვენი პროფესია ადამიანებთან კომუნიკაციას მოიცავს და კომუნიკაციის ხარისხზე დამოკიდებულია თქვენი -როგორც პროფესიონალის კვალიფიციურობა, ქოუჩინგის ელემენტების ცოდნა ნამდვილად გაგიმარტვიებთ სამუშაო პროცესს. ეს ყველაზე მეტად ეხება ისეთ პროფესიებს, როგორიცაა: PR მენეჯერი,HR მენეჯერი, პედაგოგი, დირექტორი და ა.შ.

ქსელური ბიზნესის წარმატებისათვის - როგორც მოგეხსენებათ, ქსელურ ბიზნესში მენეჯერებს და გუნდის „მეპატრონეებს“ უამრავი პრეზენტაციის ჩატარება უწევთ. გარდა ამისა გუნდის წევრების მოტივირება და მათთვის ადამიანებთან ურთიერთობის მასტერკლასების ჩატარება. ეს ქოუჩინგის ელემენტების ცოდნის გარეშე ძალზე რთულია.

 

ცალკეულ პროფესიად - ჩვენი ქოუჩინგის სკოლის მოსწავლეებიდან  საუკეთესოებს ჩვენი ცენტრი თავად სთავაზობს თანამშრომლობას  ( მათი სურვილის შემთხვევაში) და ამ შემთხვევაში უკვე თავად ჩვენი ცენტრი იზრუნებს მათი ცოდნის და შესაძლებლობების პროფესიულ რეალიზებაზე.

 ქოუჩინგის სკოლა

შეავსე ფორმა და გაიგე მეტიhttps://forms.gle/RU6D86KkHyPCaGYW8