როგორ ვასწავლოთ მამაკაცს საჩუქრების ჩუქება
❗პირველ რიგში შეწყვიტეთ საუბარი იმაზე, რომ იგი საჩუქრებს არ გჩუქნით და არ ახსენდება არც ერთი დღესასწაული.

 

???? შეიყვანეთ მაღაზიაში, თხოვეთ გიყიდოთ რაიმე (თუნდაც 3 ლარიანი პომადა, ფრჩხილის ლაქი, თმის სამაგრი) და მერე მისი თანდასწრებით მინიმუმ 5 ადამიანს უთხარით, რომ მან ეს გაჩუქათ ( კი არ გიყიდათ) გ ა ჩ უ ქ ა თ.... და რომ ძალიან მოგწონთ ეს ნივთი...


???? უყიდეთ თქვენს თავს ყვავილები და სტუმრებისა თუ მეგობრების თანდასწრებით გამოაცხადეთ, რომ „ეს“ თაიგული თქვენმა რჩეულმა მოგართვათ და რომ ისეთი ყურადღებიანია, არასოდეს არაფერი ავიწყდება))

   თუ თქვენი მამაკაცი იუარებს - მე არ მიყიდიაო... ( მიდით და ყურში უთხარით: - სულ ვოცნებობდი, რომ ჩემთის ყვავილები გეყიდა და ამით მეამაყა ხალხის წინ,ახლა თუ შეიძლება მაცალე ვიამაყოოოო)))

???? თუ თქვენი ქორწინების ან გაცნობის დღე ახლოვდება, ერთი კვირით ადრე დაიწყეთ „მზადება“, ანუ....
მოუყევით სხვა ოჯახებზე და წყვილებზე - როგორ ჩუქნიან ისინი ერთმანეთს საჩუქრებს,
მოუყევით, რომ მისთვის საჩუქარი უკვე შეარჩიეთ და ერთ სული გაქვთ გაიგოთ რას გაჩუქებთ იგი...
შეურჩიეთ საჩუქარი და აჩუქეთ ერთ დღით ადრე - ვეღარ ვითმენდი, ისე მინდოდა მეჩუქებინა თქო - თავი გაიმართლეთ.

...ამით თქვენ შეძლებთ ეს მნიშვნელოვანი თარიღიც შეახსენოთ ( მამაკაცების უმრავლესობას „სასაჩუქრე“ თარიღები თავისით არ ახსენდებათ) და თან თქვენი დამოკიდებულებაც აჩენოთ ამ დღისადმი.  

???? როდესაც საჩუქარს მიიღებთ, სრულიად ფეიერვერკებიანი აღფრთოვანება უნდა მოაწყოთ, რომ ზუსტად ასეთზე ოცნებობდით 


თუ სახეზე უკმაყოფილება დაგეტყობათ, დიდი შანსი გაქვთ მისგან აღარასოდეს მიიღოთ საჩუქარი.

შეიძლება იფიქროთ რომ, ამხელა „სპექტაკლის „ შემდეგ აღარც კი გიღირთ საჩუქრის მიღება,
მაგრამ...
ნუ ართულებთ...
ზოგ ოჯახში საჩუქრის ჩუქების ტრადიცია საერთოდ არ არსებობს და თქვენს ოჯახში თუ გინდათ იარსებოს, თქვენს გარდა მას ვერავინ დანერგავს ✅
წარმატებებს გისურვებთ:)

 ფსიქოლოგი- ხათუნა მუზაშვილი