აიღე პასუხისმგებლობა შენს ბედნიერებაზე!.. და რა გინდა იცი?

 

...ქალის ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი არსებობს, რომლის მოგვარება არ მოგვარებაზე არა მარტო მისი, არამედ სამყაროს ბედნიერებაა ჩამოკიდებული...

...და სულაც არ არის ეს ხმამაღალი ნათქვამი და თუ ხმამაღლა მოგეჩვენათ, ახლავე განგიმარტავთ...

1. საკუთარი ქალური პოტენციალის რეალიზება ( საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობას ვგულისხმობ), რომელიც როგორც წესი ზუსტად ისეთია, როგორსაც ქალი იმსახურებს.

იმსახურებს არა იმ კუთხით, რომ ვინმე სადმე ზის, აფასებს და აკუთვნებს კუთვნილს... თუმცა  შესაძლოა, ჩვენი ქვეცნობიერის როლი, ხატოვნად ასეც მოვიაზროთ...

როგორი წარმოდგენაც ქალს აქვს საკუთარ თავზე, ისეთია მისი შინაგანი შეფასება და ისეთად აფასებენ სხვებიც.

2. საპირისპირო სქესთან ურთიერთობის ცოდნა - ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ მეგობრობას, მეზობლობას, ნათესაობას, ოჯახის ქალობას, დედა-შვილობას... მაგრამ ცოლ-ქმრობა ძალიან ბუნდოვნად იყო ახსნილი...

ხალხი ყვავილის მოვლას სწავლობს და ფურცელზე იწერს, რომელ ყვავილს მზე უნდა და რომელს წყალი. და ამ ურთულეს პროცესს - თანაცხოვრებას, როგორ შეიძლება რაიმე ინსტრუქცია არ ჰქონდეს????

თუ ვინმე გეტყვით, რომ ყველა კაცი ერთნაირია და ოჯახური ცხოვრება მოსაწყენია, მერწმუნეთ - იგი ცრუობს!!!

ყველას თავისი სიმართლე აქვსო და...  ვინც „ვერ“ შექმნა, მისი „სიმართლეც“ მისი გამოცდილების შესაბამისად გამოიყურება - სულ ეს არის! 

3. საკუთარ მშობლებთან ურთიერთობა -მე ამ საკითხში ვგულისხმობ არა იმას, რაც ისედაც მოგვარებული გაქვთ... არამედ იმას, რაც „ვერ“ გვარდება .

ბავშვობიდან მომავალი გადაუჭრელი თემები, არათანაბარი დამოკიდებულებები, მუდმივი გადაკეთების სურვილი და სულ რომ ვიღაცას უნდა „გაგაუმჯობესოს“ - რაც  თავისთავად ნიშნავს, რომ არ ვარგიხარ:)))

შედარებები „აი იმის შვილმა“... “და იმის ქმარმა“... და ა.შ.

მაგრამ...

როდესაც უკვე დიდი გოგო ხარ, უნდა მოახერხო და დაალაგო... დაალაგო შენი დამოკიდებულება  იმ ადამიანებთან, რომლებიც ძალიან გიყვარს და მიიღო ისინი ისეთებათ როგორებიც არიან.... მიიღო და ნერვები აღარ გეშლებოდეს.

4. რეალიზება - კარიერა, სამსახური, საქმიანობა, ბიზნესი...

ეს სფეროც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან გარდა იმისა რომ ვიღაცის შვილი, ცოლი და დედა ხართ, საერთოდ ვინ ხართ? რას აკეთებთ? რისთვის მოევლინეთ და რაში ადგებით ამ ქვეყანას?

ეს არა იმდენად ქვეყანას, არამედ უფრო მეტად თქვენ გჭირდებათ თავი სრულყოფილად რომ იგრძნოთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სანამ არ ისწავლით თავი როგორ იგრძნოთ სრულყოფილად, ეს თვითრეალიზება იშვიათად გამოდის.

5. გარეგნობა- არა მხოლოდ ის დედის მუცლიდან რომ დაგყვათ, არამედ ის , რომელიც თქვენ შექმენით...      (აქ პლასტიკურ ოპერაციებს სულაც არ ვგულისხმობ)...

სტილი, იმიჯი, მანერები, ვარცხნილობა, მაკიაჟი, ჩაცმულობა, ზოგადად თავის მოვლა, მისი ცოდნა და ამ საკითხის აუცილებლობის შეგრძნება.

6. ჯანმრთელობა - პირველ რიგში ჯანმრთელობისადმი მიდგომა, როცა აფასებ, უფრთხილდები და დიდი სიამოვნებით არ ჭამ გვიან და გრძნობ დამსახურებულ სისმსუბუქეს დილაობით... სიამოვნებით ვარჯიშობ და არა გაჭირვებით და ა.შ.

აგრეთვე ჯანმრთელობას გაგრძელებასავით თან ერთვის აზრები, გრძნობები, მიდგომები და მათი კონტროლი... რადგან ბოღმა, ისტერიული, ეჭვიანი, ეგოისტი ადამიანი, უბრალოდ ჯანმრთელად ვერ იქნება...

7. დედა-შვილობა, ანუ თქვენი ურთიერთობები საკუთარ შვილებთან, რომლებიც როგორც წესი ზემოთ ხსენენბული 6 სფეროს ხარისხს შეესაბმება.

თუ მეუღლესთან იდეალურთან მიახლოვებული ურთიერთობა გაქვთ, ჯანმრთელი და მოვლილი ხართ, საკუთარ მშობლებთან ჰარმონია გაქვთ და რეალიზებული ხართ, სავარაუდოდ თქვენ მშობელიც იდეალური იქნებით, თუმცა....

აქაც არის ის, რაც ჯობია იცოდეთ, რადგან სანამ თავად მიხვდებით, ძალიან დიდი დრო შეიძლება დაგჭირდეთ... დრო კი, როგორც ვიცით ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია.

როგორც წესი დროსთან დაკავშირებული 2 პრობლეემა არსებობს:

როცა გამუდმებით არ გყოფნოთ და როცა არ იცით როგორ გაიყვანოთ :)

ხოდა...

სანამ დროა, დაკავდით ზემოთ ხსენებული საკითხების მოგვარებით, იმისათვის რომ ცხოვრების ყოველი წუთი ისეთი გახდეს, როგორიც თქვენ გინდათ რომ იყოს.

და რა გინდათ იცით?

აიღე პასუხისმგებლობა შენს ბედნიერებაზე!

ფსიქოლოგი- ხათუნა მუზაშვილი