...თუ თქვენ ბედნიერი ბავშვის აღზრდის ამბიცია გაგაჩნიათ...

...თუ თქვენ ბედნიერი ბავშვის აღზრდის ამბიცია გაგაჩნიათ, 

 ისწავლეთ არ იყოთ ხუთოსანი, არ იყოთ პირველი, არ იყოთ გამარჯვებული.
მიეცით თავს უფლება დაისვენოთ და იყოთ ის რაც ხართ. ბავშვსაც მივცეთ უფლება უბრალოდ იყოს, შეეშალოს.
ემსახუროს არა მოთხოვებსა და ნორმებს არამედ თავის შთაგონებას და ტალანტს, შინაგან ძახილს, ბუნებრივ მოწოდებას.
ვასწავლოთ რომ არ იყოს არავინ საკუთარი თავის გარდა. „ხუთოსანი“ როლია. მისი თამაში ადვილია, უბრალოდ უნდა იყო ისეთი, როგორსაც შენგან მოითხოვენ სხვები, მასწავლებლები, უფროსები.
იყო საკუთარი თავი - ძნელია.
მართალი ადამიანები აგებენ ბედნიერებთან მიმართებაში. ბედნიერება ცხოვრების ენერგიაა. ცხოვრება არ გვასწავლის მას, ის გვასწავლის რომ დრო მიფრინავს, ლოდი დევს, ზღვა ღელავს და შენ იცვლები.
ბავშვი მომავლის გენერატორია, თქვენ კი მისი პირველი საფეხური, მისი საწვავი, მისი ათვლის წერტილი. არ გაურთულოდ სტარტი.
სოციალური მოთხოვნებზე მორგება შაბლონებს გვიმყარებს, მყიფე ჩარჩოებით. ვავიწროვებთ ხედვის არეალს და უარს ვამბობთ ჩვენში არსებულ პოტენციალზე, კრეატულობაზე, შემოქმედებითობასა და შესაბამისად თავისუფლებაზე, შეცდომის უფლებაზე.
ბავშვებს არ სჭირდებათ თავისუფლების სწავლა, რადგან ეს მათი ბიოლოგიური მდგომარეობაა.
- მიეცით ბავშვს უფლება გადაადგილოს საკუთარ ოთახში ავეჯი, ისე როგორც უნდა, მომავალში კი შეცვლის სამყაროს. იქნება დიდი ცვლილებების იდეის ნაწილი.
- ჩაკიდეთ ხელი და წაიყვანეთ თქვენთან სამსახურში, აჩვენეთ თქვენი სამყარო, მაგიდა, კოლეგები. (თუ თქვენ სამუშაო ადგილზე ეს არ შეიძლება უბრალოდ დაფიქრდით, გინდათ ამ სიცარიელეში ყოფნა?)
- გაიცანით ბავშვის სამყარო. დაჯექით მის ოთახში იატაკზე, გამოკითხეთ ნახატებზე, ისტორიებზე, მეგობრებზე. დაწექით და ჭერში აიხედეთ, ილაპარაკეთ. თუ ბავშვი მოზრდილია წაიყვანეთ მინდორში, უყურედ ცას და ეს ცა უკვე სამუდამოდ თქვენია, თქვენ ხომ ის გაიყავით.
- არ მოახვიოთ თავს თქვენი ინტერესები, თქვენი წარმატებული პროექტები, თუ დიზაინერი ხართ არ ასწავლოთ ხატვა. არც მუსიკა ასწავლოთ თუ მუსიკოსი ხართ, მას ხომ ერთადერთი შანსი აქვს იყოს ის ვინც არის, ნუ შეეცდებით საკუთარი თავის გამეორებას.
- ასწავლეთ სიყვარული, მოუყევით თქვენ სიყვარულზე. ასწავლეთ ისიც რომ სიყვარული ზოგჯერ მტკივნეულია, რომ აუცილებელია ისწავლოს პატიება, რომ უყვარდეს „მიუხედავად" "მაგრამ“ ის გარეშე..
- მიეცით უფლება გავიდეს ეზოში ფერადი ცარცების ყუთით და დაურიგოს სხვებს. დახატოს, დაწეროს, თქვენ კი უფროსების სხვა პლანეტიდან დააკვირდით როგორ ხდება თქვენი ბავშვი თავისი თავი, თქვენს გარეშე, მაგრამ თქვენ თვალწინ.
ასე ის ცხოვრობს ბედნიერად, იხსენებს ცარცს, მაგიდას, ცას, ავეჯს რომელსაც სულ ადგილს უცვლიდა თავის ოთახში - თავისით.
ცვლიდა განათებას - სურვილის მიხედვით.
კედლებიდან მომზირალ ნახატებს ასაკის მიხედვით.
ცისარტყელა, პეპლები, ბარბები, მომღერლები, სასწავლო ცხრილები, მხატვრების ნახატები. ბედნიერება თავისუფლებაშია .
- არ ასწავლოთ იყოს გენიოსი. არ დააჩქაროთ, არ ასწავლოთ ხუთი ენა. დააკვირდით როგორ უყურებს თაროზე შემოლაგებულ წიგნებს, ჯერ დაბლიდან მაღლა, მერე ფეხისწვერებით წამოწეული, მოვა დრო და თავად მიწვდება თაროს, არ დაეხმაროთ ჩამოღებაში. მთავარია რომ თაროები ჰქონდეს. თავად მიწვდება.

ნანა გოგიჩაშვილის პოსტებიდან ( ავტორი უცნობია)