მიმართე შენი მზერა მათკენ,  ვისაც ყველაფერი გამოუვიდა.....ანუ რწყილის ამბავი

... თუ იცით, რა მანძილზე შეუძლია რწყილს ახტომა და გადახტომა?

2-4 მეტრის ერთი ნახტომით დაფარვა, მისთვის  პრობლემას არ წარმოადგენს.

ხოდაააა...

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ლაბორატორია, რომელმაც გადაწყვიტა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი:

რწყილები მოათავსეს  ქილაში, რომელსაც თავი ღია ჰქონდა.

რწყილებმა დაიწყეს ამოხტომა....

შემდეგ ქილას დააფარეს მინის თავსახური. რწყილები, რომლებიც თავსახურს ეჯახებოდნენ, ნელ-ნელა ამცირებდნენ თავიანთი ხტომის სიმაღლეს და რამოდენიმე ხანში მათ უკვე სიზუსტით ქონდათ აღმოჩენილი „კომფორტის ზონა“ - უსაფრთხო და უმტკივნეულო მანძილი თავსახურამდე არ მისული.

შემდეგ ქილას კვლავ მოხადეს თავსახური, თუმცა რწყილებმა გააგრძელეს „კომფორტის ზონაში“ ყოფნა და  ქილაში - ტყვეობაში ხტუნვა..

მაგრამ ამით ეს ისტორია არ დასრულებულა.

ზემოთ ხსენებული ქილის გვერდით, კიდევ ერთი ქილა იყო, ისიც რწყილებით სავსე, რომელსაც ექსპერიმენტის განმავლობაში არც ერთი წამით არ ქონია თავი დახურული, თუმცა....

იქ მსხდომმა რწყილებმა, მეზობლების გამოცდილება გაიზიარეს და სხვების დაწესებული „უსაფრთხო მანძილის“ კანონებს დაემოჩილნენ.

მორალი:

მიმართე შენი მზერა მათკენ, ვისაც ყველაფერი გამოუვიდა.....

და არც ერთი წუთით არ ათხოვო ყური მათ, ვინც გეტყვის, რომ შენი ქილა დახურულიაwink

პატივისცემით,

ხათუნა მუზაშვილი