მე ვეძებდი ჩემს გზას და აღმოვაჩინე ქოუჩინგი

 

“ჩვენი ხვალინდელი მიღწევების ერთადერთი წინააღმდეგობა – ჩვენი დღევანდელი ეჭვებია” - ეს ეჭვები, საპნის ბუშტებივით ქრებიან ისეთ ქოუჩთან, როგორიც გახლავთ ქალბატონი ქეთა ბადურაშვილი, რომელთან ხანმოკლე კონტაქტიც კი, დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ, რადგან ძალიან პოზიტიური, არაჩვეულებრივი ქალბატონია. არვიცი, ამ ინტერვიუს უბრალოდ ინტერვიუ ვუწოდო თუ მოტივატორი ახალი, უკეთესი ცხოვრების დასაწყებად. მოტივატორი თუ უბრალოდ ინტერვიუ? შეფასება თქვენთვის, მკითხველისთვის მომინდვია.

როგორ გახდით ქოუჩი?

პანდემიას დადებითი მხარეებიც აღმოაჩნდა და როდესაც ჩავიკეტეთ, მივხვდი, რომ მარტო სახლიდან მუშაობა არ იყო საკმარისი, რაღაც სხვაც უნდა მეკეთებინა და ეს რაღაც აღმოჩნდა ქოუჩინგის შესწავლა, რომელსაც გარშემო ვუტრიალებდი 2-3 წელიწადი, მაგრამ დროის უქონდლობის გამო ვერ ვიწყებდი სწავლას. ონლაინ სწავლება აღმოჩნდა ის შესაძლებლობა, რომ პროფესია დამემატებინა და ჰოი საოცრებავ! მოვხვდი საოცრად ლამაზ მოგზაურობაში, სადაც დიდი აღმოჩენები გავაკეთე. ამის შესაძლებლობა მომეცა ქოუჩინგის სკოლაში, რაც ქალბატონ ხათუნა მუზაშვილის დამსახურებაა.

როგორც ვიცი, წლების მანძილზე სხვა პროფესიით მუშაობდით.. რამდენად რთულია საქმიანობის შეცვლა?

პროფესიით ვარ ჯანდაცვის ეკონომისტი. 18 წელია ჯანდაცვის სფეროში ფინანსური მიმართულებით ვმუშაობ. შევიყვარე ჩემი საქმე, მაგრამ ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ რაღაც კიდევ უნდა გამეკეთებინა, რაც სიამოვნებას მომანიჭებდა. თითქოს ჩემს მისიას ვეძებდი ცხოვრებაში და ეს აღმოჩნდა ქოუჩინგი. პარალელურად ვსაქმიანობ ორივე სფეროში. პანდემიის გამო გოუჩ სესიებს ძირითადად ონლაინ ფორმატით ვატარებ, ამიტომ ეს ორი პროფესია ერთმანეთს ხელს არ უშლის.

რა უშლით ხელს ადამიანებს წარმატების მიღწევაში?

წარმატების მიღწევაში პირველ რიგში ადამიანებს ხელს უშლის სიზარმაცე, ასევე წარუმატებლობის შიში - „თუ არ გამომივა რას იტყვის ხალხი“, შემდეგ, მიზნის არ ქონა ან არასწორად გაწერილი მიზნები. სწორედ ქოუჩ სესიებზე ხდება ახალი რესურსების აღმოჩენა, რწმენის ჩასახვა, რომ შენ ეს შეგიძლია, მიზნების სწორად გაწერა და ნაბიჯ-ნაბიჯ მისკენ სვლა. ქოუჩი პირველი ადამიანია რომელსაც კლიენტზე ადრე სჯერა მისი წარმატების, რადგან ძლიერი ქოუჩინგური კითხვებით ხდება დიდი გაცნობიერების მიღება და კლიენტი თვითონვე სცემს თავის თავს პასუხს, თუ რა სურს მას.

ურჩევდით თუ არა სხვებს ამ პროფესიის შესწავლას?

ქოუჩინგი როგორც პროფესია, ეს უნდა გინდოდეს. მე მაგალითად, დიდ სიამოვნებას მანიჭებს ქოუჩ სესიების ჩატარება. ერთი ასეთი ქეისი მქონდა: გრძელვადიანი სესია მქონდა ჩემს კლიენტთან და მესამე სესიის ჩართვის დროს როდესაც ვკითხე თუ როგორ გრძნობდა თავს, რა იყო ახალი მის ცხოვრებაში, მხიარულ ნოტაზე მიპასუხა - გამარჯობა, კარგად ვარ, უბრალოდ ვირუსი დამიდასტურდა და ორი კვირა სახლში მიწევს ყოფნა. - მან იპოვა მეორადი სარგებელი ვირუსის ქონის დროს და ეს ორი კვირა თვითგანვითარებას, პიროვნულ ზრდას დაუთმო. ეს ადამიანი იმდენად წინ წავიდა, ისე გაფერადდა მისი ცხოვრება, იმდენი ახალი აღმოჩენა გააკეთა, აღარც კი ანაღვლებდა კოვიდი რომ დაუდასტურდა. მას ვურჩიე ქოუჩინგის შესწავლა, დაიწყო კიდეც, რადგან ძალიან გულანთებული გოგონაა. ალბათ ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს გაეღიმება..  ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ პროფესიად გინდა ეს საქმიანობა, ძალიან კარგია, მაგრამ რაც მეტი ადამიანი  შეისწავლის ქოუჩინგს თავისი თავის აღმოჩენისთვის, შესწავლისთვის და გაცნობიერების მისაღებად, უფრო გამარტივდება ურთიერთობები, მეტად პროაქტიური ადამიანები გავხდებით, ანუ შევისწავლით იმას, თუ როგორ გავხდეთ ჩვენი ცხოვრების კაპიტანი, ეს კი გააუმჯობესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს.

ვინ არიან ძირითადად თქვენი კლიენტები?

ძირითადად ჩემი კლიენტები არიან ადამიანები რომელთაც აქვთ გარკვეულ მიზნები ან სურთ რომ ჰქონდეთ, მაგრამ უჭირთ დალაგება, ან არ იციან რა უნდათ და სესიაზე ხდება გამორკვევა. ერთმა კლიენტმა მადლიერება გამოხატა ასეთი სიტყვებით - ქოუჩ სესიის დროს მოხდა ჩემი „არეული კარადის“ დალაგებაო.. ქოუჩინგი ეხმარება კლიენტს კითხვების დასმით თვითონვე აღმოაჩინოს პასუხი თავისი „პრობლემების“ გადასაჭრელად. და ბოლოს, როდესაც ამა თუ იმ საკითხის გარშემო ტრიალებ და გამოსავალს ვერ პოულობ, როდესაც პასუხს ვერ სცემ დაგროვილ კითხვებს, აუცილებლად ჰკითხე საკუთარ თავს თუ რა გინდა შენ? ამ კითხვაზე პასუხის მიღება არის შვება და გამოსავალი.

ქოუჩინგის სკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაწყებულია.

დარეგისტრირდი და გაიგე მეტი  https://forms.gle/d1TGZNXN5kwniKdCA