როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება?

...ადამიანები ხშირად უჩივიან დაბალ თვითშეფასებას და არა სრულფასოვნების განცდას და ეძებენ მოკლე, მარტივ და უტყუარ გზას მათ დასამარცხებლად.

ანუ,

ასეც რომ სცადონ და მერე ისეც რომ სცადონ არ აწყობთ, თუმცა დიდი დროც არ აქვთ, რომ საკითხს ჩაუღრმავდნენ და არც სცალიათ ამისათვის საათობით ნუ, ფულიც რომ არა აქვთ ამისათვის, ამას აღარც ვახსენებ...

ადრე, როცა ახალბედა ვიყავი, ასეთი ქეისი რომ მხვდებოდა, მეგონა "მეღადავებოდა" ადამიანი და კარგად ვაკვირდებოდი, მართლა მიყვებოდა ამ აბსურდს, თუ ხუმრობდა...

ნუთუ თავად ვერ ხვდება რას ამბობს? - მიფიქრია ხშირად.

მას მერე ბევრი დრო გავიდა და საზოგადოებაც თვალსა და ხელს შუა ნამდვილად იზრდება, ყველამ ვიცით, რომ შედეგამდე მისასვლელად, შრომაა ჩასადები, თუმცა ეს იოლი, მარტივი და უცებ, ჯერ მაინც ტრენდია:)

...კეთილი!მოდით ახლავე დავიწყოთ:

1.პირველ რიგში შეაფასეთ თქვენი არასრულფასოვნების განცდის შემაწუხებელი ეფექტი ქულებით - 0 დან 10 ქულამდე. როგორც კი ქულას მიანიჭებთ დაიწყეთ მუშაობა შემდეგი სქემით:

2 .სამი დღე გაქვთ იმისათვის რომ დაწეროთ 150 პუნქტი თემაზე - მე მეამაყება საკუთარი თავი, იმის გამო რომ....

3. მომდევნო 3 დღე წერთ "- მე ვიმსახურებ პატივისცემას, იმიტომ რომ_....კვლავ 150 პუნქტი.

4. მომდევნო 3 დღე:"- მე მინდა საკუთარ თავს მეტად ვცე პატივი და ამისათვის გავაკეთებ შემდეგს:"-10 პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა დაწეროთ და შესრულდეს 30 დღეში.

5.მომდევნო 3 დღე:-"მე ნამდვილად მიყვარს საკუთარი თავი და ამას მოწმობს ის, რომ...."100 პუნქტი:)

6.მომდევნო სამი დღე - ჯდებით და წერთ ოდას, რომელიც ეძღვნება საკუთარ თავს. ეს ოდა 10 ადამინას მაინც უნდა წაუკითხოთ:)

7. კვლავ შეაფასეთ საკუთარი არა სრულფასოვნების განცდა რამდენად გაწუხებთ 0 დან 10 ქულამდე და მიღებული შედეგის აღსანიშნავად მიეცით საკუთარ თავს პირობა, რომ აღარასოდეს აღარ გალანძღავთ მას:)

წარმატებებს გისურვებთ

ხათუნა მუზაშვილი