საუბრობს ფსიქოლოგიის დოქტორი - ნანა გოგიჩაშვილი

როგორ მივხვდეთ ვინ გვჭირდება ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი თუ ქოუჩი?

თუ ვერ აკეთებთ პროფესიულ არჩევანს ან პრობლემები გაქვთ ოჯახურ ურთიერთობებში, გაქვთ დაბალი თვითშეფასება ან ვერ ახდენთ თვითრეალიზაციას, მიმართეთ ფსიქოლოგს;

ფსიქოლოგი არის დიპლომირებული სპეციალისტი რომელიც ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდებით და საუბრის საშუალებით ადამიანებს ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. შეგვიძლია ფსიქოლოგს კონსულტაციისთვის მივმართოთ პროფესიის არჩევისას, თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემების დროს, ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად და ა.შ. ფსიქოლოგს შეუძლია შეაფასოს ადამიანის უნარები რამდენად არის განვითარებული და შეესაბამება თუ არა ნორმას.

თუ კრიზისული სიტუაციების შემდეგ  ცდილობთ პოსტტრავმული სტრესული მდგომარეობების, ფობიების, ადრეული ბავშვობის ტრავმების, კვებითი აშლილობების, ფსიქოსომატური მდგომარეობების, სუიციდური აზრების, ობსესიური ქცევების და სხვა მსგავსი ტიპის პრობლემების მოგვარებას, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტს;

ფსიქოთერაპევტს ფსიქოლოგიურ განათლებასთან ერთად, გარკვეული ფსიქიატრიული ცოდნაც აქვს. იგი ადამიანის ღრმა, შინაგან პრობლემებზე მუშაობს. ფსიქოთერაპევტი ეხმარება ადამიანს ბავშვობასა თუ აწმყოში განცდილი სტრესებისგან გათავისუფლებაში, ახალი შინაგანი რესურსების შექმნაში, რის საფუძველზეც კლიენტს სრულფასოვანი ურთიერთობების დამყარება შეუძლია როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარშემო მყოფებთან.

თუ გსურთ პიროვნული ზრდა და სრულყოფა, ახალი სამსახურის და ახალი პროფესიის შეძენა, ოჯახის შექმნა, შემოსავლების ზრდა, საკუთარი ბიზნესის დაწყება ანუ  ხართ მოტივირებული და გრძნობთ რესურსს, გაქვთ ცვლილებების სურვილი და გჭირდებათ სწორი რეკომენდაციები, მაშინ აუცილებლად გჭირდებათ ქოუჩი.

ქოუჩი არის ადამიანი, რომელიც ქოუჩინგის პროცესში  ორიენტირებულია კლიენტის  ცხოვრებაში განსაკუთრებული და მისთვის  მნიშვნელოვანი მიზნების დასახვასა და განხორციელებაზე, რასაც ახერხებს ე.წ. სწორი კითხვების დასმის საშუალებითა და კლიენტის შინაგანი რესურსის სრული მობილიზაცია/რეალიზაციით.

გახდე ქოუჩი, არც ისე რთული, როცა გაქვს რეალური სურვილი დაეხმარო ადამიანებს. უკვე დიდი ხანია  შესაძლებელია სრულყოფილად დაეუფლოთ საერთაშორისო ქოუჩის პროფესიას ქართულ ენაზე და ონლაინ ფორმატში. „ქოუჩნგის სკოლა“ ასე ქვია ექვს თვიან სასწავლო პროგრამას, რომელიც ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის ბაზაზეა შექმნილი. გარდა უშუალოდ სწავლებისა, ქოუჩინგის სკოლა ადამიანში გარკვეულ უნარებს ავითარებს. უპირველეს  ყოვლისა, ხდება  საკუთარი ცხოვრების ანალიზის, თვითრეალიზაციის  და ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხის განსაზღვრა, თუმცა, ეს ყველაფერი თავდაპირველად  ხდება გაუცნობიერებლად, რასაც საბოლოოდ ადამიანი მიჰყავს მყარად ფორმულირებულ მიზნებამდე, რომ მას ნამდვილად სურს და შესწევს ძალა, საკუთარი  პროფესიული ცოდნის საფუძველზე სხვა ადამიანებს  გაუწიოს კვალიფიციური დახმარება.

სწრაფად ცვალებად სამყაროში, დღის წესრიგში დადგა ე.წ. ახალი ტიპის ადამიანის არსებობა, რომელიც უაღრესად სტრესულ გარემოში შეძლებს სწრაფ და ეფექტურ ადაპტაციას და საკუთარი შესაძლებლობების წარმატებულად რეალიზაციას, რაც თავის მხრივ, ადამიანს  უმაღლებს და უმყარებს თვითშეფასების განცდას.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხათუნა მუზაშვილის მიერ დაფუძნებული სკოლა აღნიშნულ საკითხებზე აკეთებს აქცენტს და სწორედ ამიტომ, ამ კურსზე საკმაოდ ხშირად მოდიან თავის საქმეში უკვე შემდგარი და საკმაოდ  წარმატებული ადამიანები, რომლებსაც  21–ე საუკუნის გამოწვევებთან მიმართებაში, აღარ აკმაყოფილებთ თვითრეალიზაციის ხარისხი, აქვთ დამატებითი, ახალი ცოდნის შეძენის სურვილი  და ეძებენ ახალ გზებსა და საშუალებებს თუ როგორ გახდნენ თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი და საინტერესო კადრები. შესაბამისად,  ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლა,  იქნება ეს სასწავლო კურსის ფარგლებში არსებული მოდულები თუ პრაქტიკული დავალება/რეკომენდაციები, ეხმარება მსმენელებს ახალი მიზნების ფორმირებასა და მათ განხორციელებაში.

კურსის ფარგლებში მსმენელებს უვითარდებათ მოსმენის და მიღებული ინფორმაციის გაცნობიერების უნარი, კრიტიკული აზროვნების საშუალებით ფოკუსირებული კითხვების დასმის უნარი, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს განზრახვის ფორმირებას,  არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, ეფექტური კომუნიკაციის  უნარი და ა.შ.

ეს პროფესიები არათუ  არ გამორიცხავენ, არამედ პირიქით ავსებენ ერთმანეთს! მართალია ისინი სხვადასხვა ამოცანებზე არიან კონცენტრირებულნი და ამ ამოცანებს წყვეტენ სხვადასხვა გზებით, მაგრამ მთლიანობაში, მათ აქვთ ერთი მიზანი - გააუმჯობესონ კლიენტის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის და  ცხოვრებით კმაყოფილების  ხარისხი, უბრალოდ ქოუჩები ამას აკეთებენ მიზნების და ამოცანების ეფექტური დასახვისა და განხორციელების საშუალებით, ხოლო ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები მიზანს აღწევენ  წარსულის გაცნობიერების, ღირებულებების გადაფასების  და  ახალი გამოცდილების მიღების ანუ ფსიქოთერაპიული პროცესების საშუალებით.

ქოუჩნგის სკოლის ახალი ნაკადი იწყება.

დარეგისტრირდი და გაიგე მეტი :https://forms.gle/d1TGZNXN5kwniKdCA

 

ფსიქოლოგიის დოქტორი,

ნანა გოგიჩაშვილი