ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს...

...მაშინ არც შეყვარებული მყავდა, არც მამაკაცებთან ურთიერთობა მაღელვებდა დიდად. საკმაოდ პატარა ვიყავი, კურსის დასახელებამ მომხიბლა და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მივედი.

მახსოვს კურსის გავლის შემდეგ რამხელა ძალა ვიგრძენი, როგორი სიამაყის განცდა გამიჩნდა რომ ქალი ვარ. ეს განცდა დღემდე მომყვება, დღემდე მომყვება იმის განცდაც, რომ თუ ურთიერთობის უკეთესობისკენ შეცვლა მსურს, მე ეს ძალიან მარტივად შემიძლია, თუმცა წლების მანძილზე კურსს უამრავი ახალი რაღაც დაემატა, უფრო საინტერესო გახდა და ვიცი კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. ამიტომ ქალთა კურსს დიდი სიამოვნებით დავესწრები ხელმეორედ.

როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა ვისწავლოთ მამაკაცებთან ურთიერთობა?

თუ მხოლოდ სიყვარულია საკმარისი ჰარმონიული ურთიერთობების ასაწყობად?

მე თუ მკითხავთ, ყველაფრის სწავლა საჭიროა. საჭირო რომ არ იყოს, ჩემი ულამაზესი და უსაყვარლესი დაქალი საკუთარ თავს არ გაუგზავნიდა ყვავილებს ვალენტინობის დღესასწაულზე და მერე იმ ყვავილებს, თავისივე დაწერილ ბარათთან ერთად ფეისბუქზე არ გამოდებდა როგორც იდუმალი თაყვანისმცემლის სიურპრიზს!

არც მეორე დაქალთან მომიწევდა ყოველდღიურად იმის განხილვა, ასეთი კარგი გოგო რატომ არის მარტო და რატომ გარბიან მისგან ორ კვირაში მამაკაცები,

 არც მესამე დაქალი მიიზიდავდა ყოველთვის ერთი და იგივე პრობლემების მქონე მამაკაცებს

 არც მეოთხე დაქალს რომელსაც ლამის 16 წლიდან გათხოვება სურს, გაუფრინდებოდნენ ხელიდან პოტენციური საქმროები.

ქალების ნაწილი მამაკაცთან ურთიერთობისას დედად უფრო გრძნობს თავს ვიდრე დედოფლად. სამწუხაროა, მაგრამ ასეა:

*ზოგიერთ ქალს ღალატი გარდაუვალ აქსიომად მიაჩნია,

*ზოგს ურთიერთობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება უჭირს,

*ზოგს ურთიერთობის დაწყება ეძნელება,

*ზოგიერთი თქვენგანის ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა საჩუქრები და სიურპრიზები, ზოგიერთი თქვენგანი ყურადღების დეფიციტს განიცდის,

*ზოგიერთ თქვენგანს იმაზე უფრო სუსტი მამაკაცი ჰყავს გვერდით ვიდრე თვითონ არის, ზოგიერთი თქვენგანი კი შეზღუდულად, უუფლებოდ გრძნობს თავს,

*ზოგიერთი თქვენგანის ურთიერთობა შეიძლება სავსეა ჩხუბებით და საყვედურებით, ზოგს კი გაუცხოების პრობლემა აწუხებს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეებიდან რომელიმე თქვენს ცხოვრებაშიც არის, ან თუ  სულაც არ გიყვართ ჯერ არავინ, მაგრამ გსურთ რომ უფრო ქალურად, უფრო მიმზიდველად იგრძნოთ თავი, მაშინ ეს კურსი თქვენთვის არის.

დიახ, ყველაფრის სწავლა საჭიროა, მათ შორის ურთიერთობისაც. ქალები და მამაკაცები ნამდვილად სხვადასხვა პლანეტიდან ვართ. შემთხვევით არ შეცდეთ და არ გეგონოთ, რომ ერთ ენაზე ვსაუბრობთ, მამაკაცების ენის შესწავლა ურთიერთობას გაგიმარტივებთ, საკუთარ ქალურობასაც უკეთ შეიგრძნობთ და თვითშეფასებაც ერთი-ორად აგიმაღლდებათ. 

არსებობენ ქალები რომლებმაც იმ ქალური ძალის გამოყენება იციან, რომელიც ბუნებრივად არის ყოველ ჩვენგანში, თუმცა, მის შესახებ არაფერი ვიცით.  ასეთ ქალებს მამაკაცების მხრიდან არც ყურადღება აკლიათ, არც სიყვარული, გვერდით ძლიერი მამაკაციც ჰყავთ და თავს ნამდვილ დედოფლადაც გრძნობენ. კარგი ის არის, რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია საკუთარ თავში დედოფლის გამოღვიძება.

დიახ, გამოღვიძება, რადგან ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს ქალი, რომელიც სითბოს, სიყვარულს, ყურადღებასა და პატივისცემას იმსახურებს. ქალთა კურსის გავლის შემდეგ, თქვენ ის ოქროს გასაღები გექნებათ რომელიც ჰარმონიული ურთიერთობისკენ მიმავალ კარს გაგიღებთ. კურსი საკუთარ თავში ისეთი ფარულ უნარების და შესაძლებლობების აღმოჩენაში დაგეხმარებათ, რომელთა შესახებაც შესაძლოა წარმოდგენაც არ გქონდათ, . გახდებით უფრო მშვიდი და გაწონასწორებული, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ურთიერთობები აღარ იქნება თქვენი ღელვის საგანი. მიღებული ცოდნა, პირად ურთიერთობებში არსებულ ერთი შეხედვით რთულ ამოცანებს ისე გაამარტივებს, ნამდვილად გექნებათ სიმშვიდის საფუძველი. რა გირჩევნიათ, ჩაის ჭიქით ხელში დაქალებთად ერთად ჩივილი თუ როგორი ერთნაირია ყველა მამაკაცი თუ იმ ქალად ყოფნა რომელზეც შესაძლოა დღეს გაკვირვებული საუბრობთ და განიხილავთ - რა აქვს მას ისეთი, რომ მამაკაცებს ანდამატივით იზიდავს და ბედნიერ, ხანგრძლივ და ჰარმონიულ ურთიერთობაშია?

მგონი მეორე ვარიანტი ჯობია. თუ თქვენც ჩემსავით ფიქრობთ, ალბათ ის ჯადოსნური ჯოხი რომელიც საბედისწერო ქალად გადაგაქცევთ, ქალთა კურსზე უნდა დაძებნოთ.

                                               თამთა გრიგალაშვილი