...რა არის ქოუჩინგი?
...რა არის ქოუჩინგი?
ქოუჩინგი ეს გახლავთ ინდივიდუალური კონსალტინგის ან ჯგუფური ტრენინგის ფორმა, რომლის ფარგლებშიც ადამიანი წოდებული „ქოუჩად“ ეხმარება კლიენტს გარკვეული ცხოვრებისეული თუ პროფესიული მიზნის მიღწევაში.
????ქოუჩი მენტორისაგან განსხვავებით ფოკუსირებულია მკაფიოდ გამოკვეთილ მიზნებზე და არა ზოგადი უნარების განვითარებაზე.
????ტერმინი „ქოუჩი“ პირველად გამოყენებულ იქნა 1830 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ეხმარებოდა სტუდენტს გამოცდაზე საკუთარი ცოდნის უკეთ წარმოჩენაში.
????მოგვიანებით „ქოუჩინგმა“ შეიძინა შემდეგი მნიშვნელობა - მისი დახმარებით ადამიანებს შეეძლოთ ცხოვრების არსებული „ნიშნულიდან“ გადაენაცვლათ „სანატრელ რეალობაში“ გარკვეული გაცნობიერებების და მიზნისაკენ ეფექტურად გადადგმული ნაბიჯების ხარჯზე.
1861 წელს ქოუჩინგი გაჩნდა სპორტშიც.
????ქოუჩინგის განვითარებაზე სათანადო გავლენა მოახდინა პედაგოგიკამ, ფსიქოლოგიამ ( სპორტული, სოციალური, პრაქტიკული ფსიქოლოგია) და ლიდერობის თეორიამ.
????90 იანი წლებიდან ქოუჩინგი ოფიციალურად ჩამოყალიბდა ცალკეულ დისცილინად. გაჩნდა პროფესიონალური ასოციაციები და ფედერაციები. აგრეთვე ქოუჩინგისა და მენტორობის ევროპული საბჭო, რომელმაც მიიღო მონაწილეობა სწავლების სტანდარტის შემუშავებაში.
????პროფესიული ქოუჩინგი მოიცავს ისეთ ტექნიკებს, როგორიცაა გარკვეული სქემის მიხედვით მინიშნებითი პერეფრაზირება, მოსმენა, კითხვების დასმა, დაზუსტება. რაც კლიენტს ეხმარება ახალი პერსპექტივის აღმოჩენაში და მიზნისკენ მისასვლელი გზების უკეთ დანახვაში.
????ქოუჩინგი გახლავთ „მეტა პროფესია“ რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია კლიენტს გაეწიოს დახმარება მისი პირადი და კორპორატილული მიზნების ეფექტურად მიღწევაში.
????„პერსონალურ ქოუჩს“ შესაძლოა გააჩნდეს ნებისმიერი სახის სერთიფიკატი და დიპლომი, რომელიც მას დაეხმარება უკეთ გაუწიოს დახმარება კლიენტს, თუმცა...
????ქოუჩინგი არ არის ფსიქოთერაპია და ქოუჩი ვერ იქნება ფსიქოთერაპევტი თუ არ გააჩნია შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
????ქოუჩინგისადმი მზარდი ინტერესის გამო, არსებობს უამრავი სასწავლო ტრენინგ-კურსი სადაც მსურველებს შეუძლიათ ქოუჩინგის ხელოვნებას დაეუფლონ.
????სახელმწიფო რეგულაციის არ ქონის მიუხედავად არსებობს გარკვეული სასურველი სტანდარტი ( დაწესებული ევროპის ქოუჩნგის ფედერაციის მიერ) რომელიც თავის თავში გულისხმობს სწავლების აკადემიურ საათების გარკვეულ რაოდენობას და ინდივიდუალურ პრაქტიკას 10 საათის ოდენობით კვალიფიციური მეთვალყურეობის ქვეშ.
????უკვე მეოთხე წელია, ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის მიერ აღიარებული სასწავლო პროგრამა „ქოუჩინგის სკოლა“ , საშუალებას იძლევა 6 თვეში დაეუფლოთ ქოუჩის პროფესიას.
????თუ თქვენც გინდათ შეიძინოთ ახალი პროფესია და დაეხმაროთ ადამიანებს, შემოგვიერთდით
????დარეგისტრირდი და გაიგე მეტი https://forms.gle/dk1QAQhRn7juLgNe6