...

ადამიანის (ან საკუთარი პერსონის) შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, ჩვენ მივმართავთ ჰოროსკოპს, ვიკვლევთ ფსიქოტიპებს, ინტერესებს, მისიას...რომელიმე ერთი მათგანი, რომ იძლეოდეს ამოწურავ, ინფორმაციას არ იარსებებდა მეორე...ერთ ეტაპზე ერთი რამის ცოდნა გვჭირდება, მეორეზე მეორის ცოდნა წაგვწევს წინ და ა.შ.

არსებობს ასეთი "ადამიანის ემოციონალური მდგომარეობების" შკალა, რომლის თანახმადაც, ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ცუდები ან კარგები, ზარმაცები ან დაუზარელები, ანუ ...

კონკრეტულ დროის მონაკვეთში, თუ რა ემოციონალური მდგომარეობაში ვიმყოფებით, იქიდან გამომდინარეობს უამრავი რამ და მათ შორის

*ქრონიკული დაავადებების არსებობა,

*ადამიანებთან აწყობილი თუ დანგრეული ურთიერთობები,

*წარმატება თუ წარუმატებლობა....

და აგრეთვე ჩვენი ღვთით ბოძებული ცხოვრების ხარისხიც...

ასეთი ძირითადი განმსაზღვრელი ემოციონალური მდგომარეობა არის 11.

ერთ ერთი მათგანი გახლავთ „ფარული მტრობა“

ეს არის, როცა ადამიანი გაუაზრებლად იმყოფება გარშემო მყოფების მიმართ ერთგვარი მტრობის მდგომარეობაში, რომლის გამოხატვაც განაცხადის სახით  არ სურს...

*იგი გამუდმებით „იაზვობს“, და ამას არქმევს შემდეგ სახელს - „ხომ იცი როგორი მწარე ენა მაქვს“, ან „ხომ იცი მე პირაპირ მიყვარს თქმა“....აქ თითქოს და სიმართლის მაძიებლის შირმის უკან იმალება სურვილი, ატკინო ადამიანს....

ხომ არ გეცნობათ?:

*სხვებისათვის ფეხის დადება,

*გახარება იმის გამო, რომ „ძალიანაც კარგია, რომ გამოაგდეს...აბა რა ეგონა?’,

*აღფრთოვანება იმის გამო, რომ „ხომ ვიძახდი“...

*იგი ხშირად კეთილსინდისიერად არ ასრულებს სამსახურში თავის მოვალეობებს, მაგრამ თავს არწმუნებს და სჯერა, რომ შეუცვლელი კადრია,

*სახეში ყველასთვის გაღიმება, ეგიდით, რომ „მე არავის ვერჩი“,

*რამდენიმე ადამიანთან ერთდროულად ფლირტაობა,

*ლიფტის, სადარბაზოს, სახელმწიფო ან სხვისი ქონების გაფუჭება, დაკაწვრა, განადგურება....

*ღალატი და ა.შ.

ყველა ზემოთ ხსენებული გამოხატულებები, ახასიათებს ამ მგომარეობას.

საინტერესო ის არის, რომ საკმარისია ადამიანს შევუცვალოთ ემოციონალური მგომარეობა და მას ეცვლება ქცევაც.

როცა ისმის კითხვა „იცვლებიან თუ არა ადამიანები?“- პასუხად მინდა გითხრათ, რომ თუ ემოციური ფონი იცვლება, ფაქტიურად იცვლება ადამიანიც.

ალბათ არა ერთხელ გინახავთ მავნებლობის ხასიათზე მყოფი ბავშვები ან მოზარდები, რომლებიც შემდგომ სრულიად განსხვავებულ პიროვნებებად ყალიბდებიან - ეს ერთერთი ნათელი მაგალითია.

მთავარი ის არის, რომ ამგვარი ემოციური ფონის პატრონი, გამუდმებით განიცდის სხვადასხვა დაავადებების შემოტევას და ერთ ერთი გავრცელებული ფორმა „კუჭის წყლული“ და „ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლაა“.

ამ თემაზე საუბარი გავაგრძელოთ დღეს 20 მარტს 20:00 საათზე ტრენინგზე „ფსიქო სომატიკა“.

დასწრება თავისუფალია...

დასასწრებად დაემატეთ ჯგუფში  https://bit.ly/3s2iB04

ტრენინგის ფორმატი  „ფეისბუქ-ლაივი“.

გელოდებით....